მართლმადიდებლური სამყარო 11 სექტემბერს (ძვ. სტილით 29 აგვისტოს) იოანე ნათლისმცემლის თავის მოკვეთის დღეს აღნიშნავს. მორწმუნეები ამ დღეს მარხულობენ, ხოლო ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება. წმინდანის სიკვდილი ჰეროდე ანტიპას, ჰეროდეადასა და სალომეს სახელებთან არის დაკავშირებული, სწორედ მათი ბრძანებით მოკვდა ეს დიდი წინასწარმეტყველი.
როგორც Primetime.ge იუწყება, „850 წელს წმინდა იოანეს თავის ქალას ერთ-ერთი ნაწილი აღმოჩნდა ქალაქ პეტრაში, პროდრომოსის მონასტერში, კიდევ ერთი – წინამორბედის სახელობის სტუდიის მონასტერში.“ სწორედ სტუდიის მონასტერში დაცული სიწმინდე მოინახულა 1200 წელს მოსალოცად ჩამოსულმა ანტონიმ, თუმცა უკვე 1204 წელს ჯვაროსნებმა ეს ნაწილი საფრანგეთში, ქალაქ ამიენში გაიტანეს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ საფრანგეთში სიწმინდის გამოჩენის ისტორია მსგავსია სხვა ქრისტიანული რელიქვიების დასავლეთში აღმოჩენის ისტორიებისა. 1220 წელს ამიენის ეპისკოპოსის ინიციატივით დაიწყო ახალი კათოლიკური ტაძრის მშენებლობა, რომელიც შემდგომში გოთური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ ნიმუშად იქცა. სწორედ აქ გადმოასვენეს ქალაქის მთავარი სიწმინდე – იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას ნაწილი, რომელიც დღემდე ინახება.
სრული ინფორმაცია: Primetime.ge
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას ისტორია. 30 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/იოანე-ნათლისმცემლის-თავ-3/
