იოანე ნათლისმცემლის თავის ქალა: წმინდა ნაწილის საოცარი მოგზაურობა საუკუნეების განმავლობაში

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა

ყოველი წლის 11 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მოხსენიებაა საეკლესიო კალენდარში — დღე, როდესაც ქრისტიანები მარხვით და ლოცვით პატივს მიაგებენ უდიდეს წინასწარმეტყველს, რომელმაც მაცხოვარს გზა გაუკვალა.

იოანე ნათლისმცემლის ტრაგიკული აღსასრული პირდაპირ უკავშირდება ჰეროდე ანტიპას სახელს. სწორედ ჰეროდიადასა და მისი ქალიშვილი სალომეას მოთხოვნით მოჰკვეთეს ქრიზტიანული სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს წმინდანს თავი. ნეტარი იერონიმეს მოწმობით, ჰეროდიადამ, სიძულვილით განმსჭვალული, მოჭრილ თავს ხანჯალიც კი ჩასცა — სწორედ ეს ჭრილობა გახდა მოგვიანებით სიწმინდის ნამდვილობის დასტური.

IX საუკუნეში, 850 წელს, იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას ნაწილები ორ ადგილას დაფიქსირდა: ქალაქ პეტრაში, პროდრომოსის მონასტერში, და კონსტანტინოპოლში, სტუდიის მონასტერში. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა შემდგომი ისტორიისთვის.

1200 წელს ანტონი ნოვგოროდელი, კონსტანტინოპოლში ჩამოსული მომლოცველი, ადასტურებს, რომ სტუდიის მონასტერში პირადად მოილოცა წმინდა ნაწილი. თუმცა, სულ რამდენიმე წელიწადში ამ სიწმინდის ბედი სამუდამოდ შეიცვალა.

- Advertisement -
Ad imageAd image

1204 წლის 13 აპრილს მეოთხე ჯვაროსნულმა ლაშქრობამ კონსტანტინოპოლი ცეცხლსა და მახვილს მისცა. ბიზანტიის დედაქალაქი, ქრისტიანული ცივილიზაციის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი, დასავლელმა მებრძოლებმა ძარცვა-რბევას გადასცეს. ამ ქაოსში ვალონ დე სარტონმა, პიკარდიელმა რაინდმა, ნანგრევებში ვერცხლის თეფშზე დადებული, შუშის ქვეშ დაფარული თავის ქალას ფრაგმენტი იპოვა. ბერძნული წარწერა მასზე პირდაპირ მიუთითებდა — ეს იოანე ნათლისმცემლის ნაწილი იყო. ვალონმა სიწმინდე მშობლიურ პიკარდიაში, ჩრდილოეთ საფრანგეთში წაიღო.

1206 წლის 17 დეკემბერს ამიენის ეპისკოპოსმა რიჩარდ გებეროელმა წმინდა ნაწილი დიდი ზეიმით მიიღო ქალაქის კარიბჭესთან. ამ მომენტიდან ამიენი ერთ-ერთ მთავარ სალოცავ ადგილად იქცა მთელ ევროპაში. 1220 წელს ახალი გოთური საკათედრო ტაძრის მშენებლობა დაიწყო, რომელიც დღესაც ევროპული შუა საუკუნეების არქიტექტურის შედევრად ითვლება. სწორედ ამ ტაძარში განათავსეს სიწმინდე.

საფრანგეთის მეფეები — წმინდანად შერაცხული ლუდოვიკო IX, შარლ VI, შარლ VII — სათითაოდ ჩამოდიოდნენ ამიენში სალოცავად. 1604 წელს პაპ კლიმენტ VII-მ რომში წმინდა ნაწილის მცირე ნაწილი გამოითხოვა, ძირითადი ნაწილი კი ამიენის ტაძარში დარჩა.

  ნიკა გვენცაძე დანაშაულს აღიარებს — 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეში საპროცესო შეთანხმება იდება

წმინდა დიმიტრი როსტოველი კი კიდევ რამდენიმე ადგილს ასახელებს, სადაც თავის ქალას სხვა ნაწილები ინახება: ათონის წმინდა მთაზე დიონისეს მონასტერი, კალუის მონასტერი ვლახეთში და რომში პაპ სილვერის სახელობის ეკლესია. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს იმ განსაკუთრებული პატივისცემის შესახებ, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გარემოსდა წინამორბედის ხსოვნას — იმ ადამიანის, ვინც ქრისტეს ნათელი მოასწავა კაცობრიობას.

Sheni Ambebi News

- Advertisement -
Ad imageAd image

წყარო: primetime.ge

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). იოანე ნათლისმცემლის თავის ქალა: წმინდა ნაწილის საოცარი მოგზაურობა საუკუნეების განმავლობაში. 28 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/იოანე-ნათლისმცემლის-თავ-2/

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
იოანე ნათლისმცემლის თავის ქალა: წმინდა ნაწილის საოცარი მოგზაურობა საუკუნეების განმავლობაში [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 28]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%97%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%9b%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%97%e1%83%90%e1%83%95-2/
sheniekimi.ge/ambebi
გაუზიარეთ ეს სტატია
© 2026 შენი ექიმი — კლინიკები და ტრიაჟი · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
›
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
›
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
›
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
⌄
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
⌄
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა ↗
ახალი ფანჯარა გაიხსნება
›
✨რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.