1993 წლის 23 სექტემბერი სოხუმი ალყაშია მოქცეული კბილებამდე შეიარაღებული აფხაზი სეპარატისტების, სომხური ბაგრამიანის, კონტფედერნტების , შამილ ბასაევის ჩეჩნური შენაერთები მძიმე ჯავშანტექნიკის, რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების და სამხედრო საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის მხრდაჭრით სოხუმს უტევვენ,მოწინააღმდეგემ გაარღვის გუმისთის ხაზი და ბრძოლები უკვე სოხუმის ქუჩებში მიმდინარეობს.
1993 წლის 27 ივლისის სამშვიდობო ხელშკრულების თანახმად, ქართულმა მხარემ სოხუმიდან გაიყვანა რეგულარული საჯარისო ნაწილები და გაიტანა 237 ერთეული ტანკი, ჯავშანმანქანა და საარტილერიო დანადგარი.
როგორ მოსალოდნელი იყო მას შემედეგ, რაც სოხუმიდან ქართულმა მხარემ დაასრულა საჯარისო ნაწილების გაყვანა და რუსუეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი სადენსანტო გემებით მძიმე საბრძოლო ტექნიკის და საარტილერიო სისტემების აფხაზეთიდან გატაბა აფხაზმა სეპარატისტებმა და რუსმა სამხედროებმა 1993 წლის 16 სექტემებერს სამშვიდობო ხელშეკრულება დაარღვის სოხუმს რამდენიმე მიმართულებით შეუტიეს.
იმის გამო რომ სამეგრლოს მხარეს შევარდნაძეს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს ხოლო აფხაზებს სოფელ ახალდაბასთან გადაკეტილი აქვთ სოხუმისაკენ მიმავალი გზა, სარგინიგზო გზით მძიმე ტექნიკის და საარტიელრიო დანადგარების სოხუმში გადასროლა ვერ მოხდებოდ
მძიმე ჯავშანტექნიკის და საარტილერიო დანადგარების გარეშე დარჩენილი სოხუმის დამცველების ერთადერთ იმედად და დამხამრედ ქართული სამხედროა ავიაცია იქცა. რომლიც ქუთაისში კოპიტნაირის სამხედრო აეროდრომზე იყო განთვსებული
1993 წლის 23 სექტემებერს კოპიტნარის სამხედრო აეროდრომიდან საქართველოს სამხედრო საჰერო ძალების ორი Cy-25 ტიპის მოიერიშე თვითფრინავი აფრინდა სოხუმის დამცველების დასახამრებლად მათი ამოცანაა გუმისთაიდან სოხუმის მიმართულებით შეტევაზე გადმოსული აფხაზის სეპარატისტების კოლონების და შენაერთების აღმოჩენა და საავაციო დამუშავება.
მოიერიშე თვითფრინავს Cy-25-ს საბორტე ნომრით “04” საქართველოს სამხედრო საჰაერო ძალების სარდალი პოლკოვნიკი იზანი ცერცვაძე მართავს, მოიერიშები დაბალ სიმაღლზე მიფრინავენ რათა მოწინააღმდეგის რადილოკატორებს არ დაეფიქსირებინათ სოხუმის მიმართულებით მფრენი Cy-25- ები.
სოხუმიდან 1-1,5 კილომეტრის სიშორეზე დაბა სინოპის თავზე დაბალ სიმაღლზე მფრენ ქართულ Cy-25 მოიერიშე თვითფრინავს უეცრად ცაში რაკეტა მოხვდა, რაკეტის აფეთქებამ ქართული Cy-25 მოიერიშე საბორტე ნომრით”04″ ჰაერში ნაწილებად დიაშალა.
მოიერიშე თვითფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე მთაზე ქართველი სამხედროები სასწრაფოდა ავიდნენ , შემთხვევის ადგილზე Cy-25-ის ნაწილები იყო მიმოფანტული, პილოტს კატაპულტირება მოუსწრია თუმცა სამწუხაროდ უშედეგოდ, გარდაცვლილი პილოტი საქართველოს სამხედრო საჰაერო ძალების სარდალი პილკოვნიკი იზანი ცერცვაძე აღმოჩნდა.
იზანი ცერცავაძემ 1992 წლის 19 სექტემბრიდან 1993 წლის 23სექტემბრის ჩათვლით 60-ე მდე საბრძოლო გაფრენა განახორციელა აფხაზეთში მოწინააღმდეგის პოზიციების დასაბომბად.
საინტერესოა როგორ მოახერხეს აფხაზემა სეპრატისეტბმა და რუსმა სამხედროებმა 17 ტონიანი მსუბუქად შეჯავშნული ქართული Cy-25 ტიპის მოიერშე თვითფინავის ჰაერში ნაწილებად დაშლა და განადგურება.მანამდე აფხაზეთში ჩამოგდბეული 5 ქართული Cy-25 მოიერიშედან ჰაერში ნაწილებდ არცერთი არ დაშლილა… სრულად
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). როგორ ჩამოაგდეს რუსებმა 1993 წლის 23 სექტემბერს სოხუმთან იზანი ცერცვაძის Cy-25 ტიპის მოიერიშე თვითფრინავი. 24 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/როგორ-ჩამოაგდეს-რუსებმა-1993/


