ორშაბათი, ივლისი 8, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბები"ჩემს ცხოვრებაში სიახლეა - მეორე პატარას ველოდებით..." - ექსკლუზიური ინტერვიუ თედო ბექაურთან

“ჩემს ცხოვრებაში სიახლეა – მეორე პატარას ველოდებით…” – ექსკლუზიური ინტერვიუ თედო ბექაურთან

სახასიათო პერსონაჟი ფილმიდან “გაღმა ნაპირი”, რომელიც მთელმა საქართველომ შეიყვარა ✨️

მსახიობი თედო ბექაური  საქართველომ წლების წინ ფილმიდან „გაღმა ნაპირი“ გაიცნო და შეიყვარა… 

სახასიათო პერსონაჟის ემოციური ცხოვრების გადმოცემა თედომ შესანიშნავად შეძლო და ამ როლით ჯერ კიდევ პატარა ბიჭმა უამრავი ადამიანის სიყვარული მოიპოვა.

დღეს კი ის პოპულარული სატელევიზიო შოუს “ცეკვავენ ვარსკვლავების” გამარჯვებულია და ექსკლუზიურად გვიამბობს მისი პირადი ცხოვრებისა და კარიერული სიახლეების შესახებ… ✨️

 

– მოგესალმებით, თედო, მიხარია, რომ ინტერვიუზე დამთანხმდით! ჩვენი მედიაჰოლდინგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენნაირ საინტერესო რესპონდენტთან ინტერვიუ…

მოდით, ასე დავიწყოთ – გვიამბეთ, ვინ არის თედო ბექაური და როგორია მისი ცხოვრება ახლა?

– თედო ბექაური ჩვეულებრივი ადამიანია, ჩვეულებრივი ცხოვრების სტილით, რომელსაც ჰყავს მეუღლე და შვილი. ელოდება კიდევ ერთ პატარას. მისი სფერო შემოიფარგლება თეატრისა და კინოს სამყაროთი. ჯერჯერობით კმაყოფილია ამ ყველაფრით…

– რა არის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ახლანდელ თედო ბექაურსა და იმ პატარა ბიჭს შორის “გაღმა ნაპირიდან”?

– ახლანდელი თედო იმ პატარა პერსონაჟისგან სრულიად განსხვავებული პიროვნებაა. ამას გარდა, ახლანდელ თედოს თუ პატარა თედოს შევადარებთ, ბევრ გასნხვავებულ თვისებას დავინახავთ…

პირველ რიგში, ის გაიზარდა, ცხოვრების სხვა ეტაპი დაეწყო, სხვა ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების წინაშე აღმოჩნდა. მეტი შემოთვაზებებიც აქვს და კიდევ უფრო მეტს ელის ცხოვრებისგან.

– საინტერესოა, განვლილი ცხოვრებიდან რაიმეს შეცვლას ისურვებდით?

– აბსოლუტურად არაფრის შეცვლას არ ვისურვებდი. შესაძლოა, იყო რაღაცები, რაც უმჯობესი იყო, არ მომხდარიყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ასეთი ფაქტებიც საჭიროა, რადგან იმ ცუდმა მასწავლა კარგი. მთავარია, ის ცუდი აღარ გავიმეოროთ…

– თედო, “ცეკვავენ ვარსკვლავებში” გამარჯვებამ რა ცვლილებები მოგიტანათ?.. 

– ამას ხშირად მეკითხებიან და არც ამჯერად მექნება განსხვავებული პასუხი. ყველაზე მთავარი – მეტი ადამიანის სიყვარული. ხალხმა უფრო გამიცნო, სხვა რეალობაში დამინახა, უფრო მეტად შემიყვარა და მეტი შესაძლებლობა მომცა ცხოვრების ასპარეზზე.

– შეგიძლიათ, გაიხსენოთ ადამიანი ან ადამიანები, რომლებმაც თქვენზე დადაებითი გავლენა მოახდინეს ცხოვრების მანძილზე?

– ძალიან ბევრი ადამიანი მახსენდება ასეთი. მათ შორის ისეთებიც, ვისაც ცუდი გავლენა მოუხდენიათ. თუმცა, კარგი გავლენის მქონე ადამიანები უფრო მეტი აღმოჩნდნენ ჩემს ცხოვრებაში, ვისაც შემიძლია, ნებისმიერ დროს, რთულ მომენტში, თუ დახმარება დამჭირდება, რჩევა ვკითხო.

ასეთი ადამიანების ძალიან მადლიერი ვარ, საჭირო დროს რომ გვერდით დამიდგნენ და დღემდე ჩემს გვერდით არიან.

– როგორ ფიქრობთ, მაინც რამ განაპირობა ამდენი ადამიანის სიყვარული და პატივისცემა თქვენ მიმართ?

– ვფიქრობ, ჩემმა გულწრფელობამ და სიალალემ. ამას საუბარში ხშირად აღნიშნავენ ხოლმე და ჩემთვის ამის მოსმენა ძალიან სასიამოვნოა.

– წარმატების მიღწევისთვის რომელ თვისებებს გამოყოფთ ადამიანში?

– პასუხისმგებლობა, საკუთარი თავის რწმენა და ძალიან ბევრი შრომა. პირველ რიგში, საკუთარი თავის რწმენა არის მთავარი იმისათვის, რომ შემდეგ ბევრი იშრომო.

– როგორია თქვენი ერთი დღე?

– ბოლო პერიოდში შემეცვალა გეგმები. ვინაიდან ჩემი მეუღლე ორსულადაა, მთლიანად მასზე ვარ გადართული, ვცდილობ, ყველაფერში დავეხმარო. დილით მე და ჩემი შვილი ერთად ვიღვიძებთ, მიმყავს ბაღში და შემდეგ ცოტა ხნით სახლში ვბრუნდები.

ფიზიკურად ბევრი დრო არ მაქვს სახლში ყოფნისთვის, ძირითად დროს თეატრში, რეპეტიციებზე ვატარებ.

ახლახანს დავიწყეთ ძალიან კარგ სპექტაკლზე მუშაობა და შესაბამისად, მეტი დროის გატარება თეატრში მიწევს ხოლმე.

-რისი კეთება გიყვართ თავისუფალ დროს?

– ძალიან მიყვარს პოეზია და შესაბამისად, ვცდილობ, რომ რაც შეიძლება მეტი ლექსი ვისწავლო და წავიკითხო.

– ცვლილებებზე როგორ რეაგირებთ?

– ადვილად ვეგუები ყველაფერს, რა თქმა უნდა, თუ ეს დადებით ცვლილებებს ეხება. უარყოფითი ცვლილებები ყველასთვის ძნელად მისაღებია.

– ახლო მომავალში მნიშვნელოვანი გეგმები თუ გაქვთ და როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება, ვთქვათ – 5 წლის შემდეგ..?

– ახლო მომავალში თეატრის მიღმა ჯერჯერობით გეგმები არ მაქვს. გულწრფელად გეტყვით, რომ აქამდე არ მიფიქრია და არც დამიგეგმავს შორეული მომავალი. ამ ეტაპზე კონცენტრირებული ვარ თეატრზე და ეტაპობრივად მივყვები ყველაფერს.

ავტორი: ანა ილურიძე

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

7 July, 2024
ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ივლისი 6, 2024
მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

ივლისი 7, 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024
ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

7 ივლისი 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
მსოფლიოს უცნაური სახლები

მსოფლიოს უცნაური სახლები

7 ივლისი 2024
გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

ივლისი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი