ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევაინტენსიური თოვის გამო, "შატლ ბასების" მოძრაობა დროებით ჩერდება | ქუთაისის აეროპორტი

ინტენსიური თოვის გამო, “შატლ ბასების” მოძრაობა დროებით ჩერდება | ქუთაისის აეროპორტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, აეროპორტიდან “შატლ ბასების” მოძრაობა ქუთაისის ცენტრამდე და პირიქით, დროებით ჩერდება.

როგორც აეროპორტის განცხადებაშია აღნიშნული, რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ათენიდან პირდაპირი რეისი უკვე შესრულდა.

“ინტენსიური თოვის, ყინვისა და გზებზე გართულებული მოძრაობის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან შატლ ბასების მოძრაობა ქუთაისის ცენტრამდე და პირიქით, დროებით ჩერდება. რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ამ წუთებში ათენიდან პირდაპირი რეისი შესრულდა. ინფორმაციას აეროპორტის ოპერირებასთან დაკავშირებით პერიოდულად განვაახლებთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  სტამბოლში დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი