პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოინგლისში ტრადიციული ყველის რბოლა გაიმართა

ინგლისში ტრადიციული ყველის რბოლა გაიმართა

ინგლისში, გლოსტერთან ტრადიციული ყველის რბოლა ჩატარდა, რომლის გამარჯვებულიც წელს, ისევე როგორც შარშან, გერმანელი იუტუბერი ტომ კოპკე გახდა.

ღონისძიებას, რომლის მონაწილეებმაც დაახლოებით 200-მეტრიანი ციცაბო გორაკიდან დაგორებული ყველის თავი უნდა დაიჭირონ, წელს ათობით ადამიანი შეუერთდა. 2 მათგანი დაშავდა და საავადმყოფოში მოხვდა, თუმცა მათი დაზიანებები სერიოზული არ აღმოჩნდა.

ყველის რბოლა გლოსტერთან უკვე 600 წლის განმავლობაში ტარდება. ტრადიციის წარმოშობის ისტორია უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ის წარმართულ რიტუალებს უკავშირდებოდეს

  ქართული სუფრა ესექსში — გურამ ბაღდოშვილი და ჯეიმი ოლივერი ქართულ გემოს ერთად აცოცხლებენ
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი