ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდიიმ კოშმარის დაძლევამ, რკინის ადამიანად მაქცია - ზურა გორგაძე

იმ კოშმარის დაძლევამ, რკინის ადამიანად მაქცია – ზურა გორგაძე

ხალისიანი და ენერგიული ზურა გორგაძის ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა ნამდვილი კოშმარის გავლა მოუწია და ეს მთელი რვა წლის განმავლობაში გაგრძელდა. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება მის ცხოვრებაში შავ ლაქად, მაგრამ, საბედნიეროდ, წარსულში დარჩა. ამ თემაზე საუბარს თავს არიდებს, თუმცა, ზურამ ჩვენთან ამაზე და სხვა ამბებზეც გულახდილად ისაუბრა.

ზურა გორგაძე: ეს წელი ჩემთვის სიახლეებით, გიჟურად და ქაოსურად დაიწყო, თუმცა უცხოეთში მეგობრებთან ერთად დასვენებაც მოვასწარი. ამჯერად გერმანიაში, ბერლინში ვიყავი და სასიამოვნოდ ცოტა დავიღალე, განვიტვირთე და თან, დავისვენე. ზოგადად, რამდენიმე თვით ადრე ვგეგმავ ხოლმე მოგზაურობას და დიდი ხნით ადრე ვემზადები. გადაღლილი სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, მიყვარს ჩემს ცხოვრებაში სიმსუბუქეების შეტანა. მოგზაურობიდან დაბრუნებული მეორე დღიდან ისეთი ტემპით ვიწყებ თავით შევარდნას საქმეში, სულ მავიწყდება, სად ვიყავი და როგორ დავისვენე (იცინის).

– ზურა, როგორც ვიცი, ზოდიაქოთი მორიელი ხარ. ამ ნიშნით დაბადებულებს ცოტა მტკივნეული კბენები ახასიათებთ და ხისტი ხასიათი აქვთ. შენს შემთხვევაში როგორაა საქმე?

– დიახ, ზოდიაქოთი მორიელი ვარ და წაკბენაც მახასიათებს. მეუბნებიან კიდეც: იუმორით ისეთ რაღაცას იტყვი ხოლმე, ადამიანს გაანადგურებო. ყოველ შემთხვევაში, ისე არ ვიკბინები, თუ ვინმემ არ გამომიწვია და არ მიკბინა. არასამართლიანად არ ვიკბინები, უმიზეზოდ არავის ვერჩი, თუმცა, თუ მიკბინა, აუცილებლად ვუბრუნებ საპირისპირო კბენას მკვეთრი და მძაფრი იუმორით. სხვათა შორის, წლით დრაკონი ვარ, 2024 ჩემი წელია და განსაკუთრებული მოლოდინები მაქვს ამ წლისგან. თუმცა, მაინც იმის მჯერა, როგორც წარმართავ შენს ცხოვრებას, წელიც ისე წავა.

– ახლა არ მითხრა, რომ გაბრაზებული, დრაკონივით, ცეცხლებსაც აფრქვევ…

– თუ გავბრაზდი, დრაკონივით ცეცხლებს ნამდვილად ვყრი და ეს ჩემმა ყველა მეგობარმა და ახლობელმა იცის. მაქვს მოთმინების უსაზღვრო უნარი, მაგრამ თუ საბოლოოდ ამომიყვანეს ყელში, გაბრაზებული ცეცხლებს ვყრი. ვერ ვეგუები არაობიექტურობას, უსამართლობას, არალოგიკურ სიტუაციებს – ეს მაღიზიანებს.

– ჭორები?

– რასაკვირველია, ჭორებიც. ისეთი საოცრება ჭორები გამიგია ჩემზე, რომ ვერ ვიტყვი. იყო პერიოდი, როცა ჭორებზე მძაფრად ვრეაგირებდი, მაგრამ ახლა მეცინება. როცა სხვებზე უფრო მეტი ადამიანი გიცნობს, იმისთვისაც უნდა იყო მზად, რომ ვიღაც რაღაცას იტყვის. რას ვიზამთ, ამისთვის, მზად ვარ. იმდენად პირდაპირი ვარ, დაუსუფთავებლად, დაუწმენდავად, დაუვარცხნელად და მკაფიოდ მიყვარს ჩემი აზრის დაფიქსირება.

– პირდაპირი ადამიანები ბევრს რომ არ უყვარს?

– ჩემი პირდაპირობა და სიხისტე ხელსაც მიშლის, მაგრამ ეს ჩემი ხასიათის ისეთი მკაფიო თვისებაა, ვერაფერს ვუშვრები. მირჩევნია, ხისტი ვიყო, მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი მოსაზრება, ვიღაცას ვაწყენინო, ვიდრე ვეპირფერო, დიპლომატია ჩავრთო და გვერდიდან მოვუარო. მე სხვანაირად არ შემიძლია, ადამიანთან ურთიერთობაში ვერ ვითამაშებ.

– ზურა, რამდენად ადვილად მოდის შენთან წარმატება, თუ ამისთვის კოლოსალური შრომა, მოთმინება, ბარიერებისა და წინაღობების გადალახვა გჭირდება?

– ვერ ვიტყვი, ჩემთან წარმატება ადვილად მოდის-მეთქი, არც არასოდეს მოსულა. ამისთვის ბევრი შრომაა საჭირო. თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, უიღბლო ვარ-მეთქი, პირიქით, ძალიან იღბლიანი ვარ და ბევრ რამეში გამიმართლა. ბევრ შემთხვევაში საჭირო დროს საჭირო ადგილასაც მოვხვდი. ასე რომ, ვარ იღბლიანი და ამასთანავე, შრომისმოყვარე იმ საქმეების მიმართ, რასაც ვაკეთებ. სრულად

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

ნოემბერი 26, 2024
სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

ნოემბერი 26, 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი