„იმნაძეს სხდომაზე იძულების გზით მიიყვანს პოლიცია – მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა“-გიგა ავალიანის საქმის პროკურორი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის პროკურორის განცხადებით, დღეს სასამართლოს წინაშე საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი – ნია იმნაძე გამოიკითხება.

ქეთევან სონიძის თქმით, იმნაძეს სხდომაზე იძულების გზით მიიყვანს პოლიცია.

“ჯიუტად არიდებდა თავს სასამართლოში ნებაყოფლობით მოსვლას, რის გამოც შესაბამისად, ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე მის იძულებით მოყვანასთან დაკავშირებით, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. დღეს არის სწორედ ის სხდომა, როდესაც ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა”, – აცხადებს პროკურორი.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „იმნაძეს სხდომაზე იძულების გზით მიიყვანს პოლიცია – მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა“-გიგა ავალიანის საქმის პროკურორი. 7 მაისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/იმნაძეს-სხდომაზე-იძულებ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi