პარასკევი, აპრილი 11, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაიმდენ ხანს დაველოდები ჩემს მეორე ნახევარს, რამდენიც საჭირო იქნება, მაგრამ აუცილებლად ვნახავ

იმდენ ხანს დაველოდები ჩემს მეორე ნახევარს, რამდენიც საჭირო იქნება, მაგრამ აუცილებლად ვნახავ

ნანა ნებიერიძემ, 49 წლის ასაკში ცხოვრება ისევ თავიდან დაიწყო. დედის გარდაცვალებამ ის ბევრ რამეზე დააფიქრა, მიახვედრა და ცხოვრება სხვა თვალით დაანახვა. მართალია, პირადში ჯერ არ გაუმართლა, მაგრამ ზუსტად იცის, რომ მის ცხოვრებაში გამოჩნდება მამაკაცი – მისი მეორე ნახევარი, რომელთანაც მძლავრი ენერგეტიკული კავშირი ექნება.

გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც მასთან ჟურნალმა „თბილისელებმა“ ჩაწერა

ნანა ნებიერიძე: ჩემი ცხოვრების გზა ცრემლიანი სიხარულითა და მტკივნეული ცრემლებით იყო სავსე. საკმაოდ საინტერესო და რთული გზა გამოვიარე, თვისი ტკივილებითა და სიხარულებით. ყველაზე დიდი ტკივილი დედის გარდაცვალება იყო. არაფერი დამიკლია, არც ფინანსურად და არც ფიზიკურად, მაგრამ უკვე ერთი წელია, ჩემ გვერდით აღარ არის. ეს ფიზიკურად, თორემ მის არსებობას სულ ვგრძნობ. დედა, ჩემი ბოლო ტკივილი იყო. მისი იმქვეყნად წასვლით, ჩემთვის ჩემი ბავშვობა დასრულდა. აღარ ვარ ბავშვი, აღარ ვარ შვილი, დავრჩი მარტო. შვილი, შვილიშვილი, მეზობლები და მეგობრები კი მყავს, მაგრამ დედის სუნთქვის მოსმენა სხვა განცდა და სიხარულია. ბოლო წლებში, როცა დედა ავად იყო, ჩვენი პოზიცია შეიცვალა – მე ვიყავი დედა და დედაჩემი – შვილი. თუმცა, ფსიქოლოგიურად, მაინც ბოლომდე დარწმუნებული ვიყავი და ვგრძნობდი, რომ შვილი ვარ, მშობელი მყავდა გვერდით და დედის სითბოს შევიგრძნობდი. იმ წამს კი, როცა დედამ სუნთქვა შეწყვიტა და თვალები დახუჭა, მივხვდი, რომ მარტო ვარ და გავიზარდე. დედის სუნთქვა და შემოხედვა მაძლევდა სტიმულს, ცხოვრების ხალისს, მაძლიერებდა და როგორც კი სუნთქვა შეწყვიტა, მივხვდი, მე ვარ ჩემი თავის პატრონი, მე ვარ ძლიერი ქალი, არა ბავშვი და არა გოგო.

– დედა სიზმრად თუ მოდის?

– ჩემი და დედის კავშირი არ გაწყვეტილა, მიუხედავად მისი ამ ქვეყნიდან წასვლისა. გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე მითხრა ბოლო სიტყვები: მე მაპატიე… და დაიწყო ტირილი. ვხვდებოდი, საითკენ მივდიოდით და ვთხოვე: დე, შენ ხომ არ დამტოვებ, ხომ დამიდგები გვერდით ნებისმიერ სიტუაციაში, სიზმრებში ხომ მოხვალ ჩემთან-მეთქი. ძლივს ლაპარაკობდა და კი, აუცილებლადო, დამეთანხმა. გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ, მართლა მოვიდა სიზმრად. სახიფათო სიტუაცია მქონდა და მითხრა: იქ არ წახვიდეო. დავუჯერე დედას და მართლაც მოვიგე. შეასრულა, რაც მითხრა: მოვალ თუ დაგჭირდებიო, მოვიდა და დამეხმარა, გვერდით დამიდგა. ასევე, არ ვიცოდი, როგორ გადამეწყვიტა ერთი საკითხი, დედა სიზმრად მოვიდა და მითხრა: სად უნდა წავსულიყავი და რა გამეკეთებინა. არა მარტო ჩემთან, ჩემს შვილთანაც მიდის სიზმრად და მივხვდი, ჩვენ სამნი – მე, დედაჩემი და ჩემი შვილი ნინა, ენერგეტიკულად ვართ გადაჯაჭვული, ენერგეტიკულად ვგრძნობთ ერთმანეთს და ამ კავშირის გაწყვეტა, შეუძლებელია. სიკვდილის შემდეგ ადამიანი რომ არ სრულდება, ამაში დედამ დამარწმუნა. სანამ ერთი წელი არ გავიდა, დედის ნივთებს ვინახავდი, არ გამიჩუქებია. ვიცოდი, რომ უნდა გამეცა, მაგრამ ვერ ვაკეთებდი. ერთ დღეს, გადავწყვიტე და ოთხი ჩემოდანი გავაჩუქე. იმ ღამით დამესიზმრა – დედაჩემი ბუშტებით ხელში ზეცაში გაფრინდა. ალბათ, ეს მადლობის ნიშანი იყო. თუმცა, დავიტოვე მისი ქურთუკი, ტელეფონი, რომელიც დღემდე ჩართული მაქვს, ჩანთა და სუნამო. სახლში მისი პარფიუმის სუნი დღემდე იგრძნობა. ასე რომ, გარდაცვლილი დედის სუნი სახლში შემოვინახე. დედის გარდაცვალების მერე კი, ბევრი რამ გადავაფასე და მივხვდი, რა მომცა განვლილმა წლებმა.

  „ჩემი ოცნებაა ფეხზე დავდგე და მომღერალი გავხდე, ბავშვები რომ დადიან, მეც მინდა“ – გაიცანით 9 წლის ნინი გაგუა, რომელიც ვარსკვლავობაზე ოცნებობს

– კონკრეტულად რა გადააფასე და რა მოგცა იმ წლებმა?

– ახლა, როგორც არასდროს, ვიცი, რა მინდა, რა შემიძლია, რა უნდა გავაკეთო. მაგალითად, ადრე თუ ვფიქრობდი პოლიტიკაზე, ახლა მივხვდი, რომ ეს ჩემი არაა და სხვა მიმართულებით უნდა წავიდე. არცერთ პარტიაში არ ვარ, მე მაქვს ჩემი პარტია, ჩემი შეხედულებები, იდეოლოგია როგორც ქალს, როგორც დედას და როგორც ბებიას. მჯერა ღმერთის, სიყვარულის და იმის, რომ ქართველები ძალიან ძლიერები და მაგრები ვართ. ხშირად ვგრძნობ და ვუსმენ მინიშნებებს ჩემს სხეულში, გულში და ვხვდები, საით წავიდე. გაგიკვირდებათ და 49 წლის ასაკში დავიწყე ჰანგზე დაკვრა. სასწაული, უცნაური რკინის ინსტრუმენტია, საქართველოში არ არის იმდენად პოპულარული. ინტერნეტში მოვუსმინე და მივხვდი, ეს ისაა, რაც მჭირდება და ერთი თვეა გაკვეთილებზე დავდივარ. ვინმეს რომ ეთქვა, დაკვრას დაიწყებ ჰანგზეო, მოვკვდებოდი სიცილით. იმის თქმა მინდა, რომ რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება, რადიკალურად ვაზროვნებ და ვუყურებ ყველაფერს, რაც ხდება. ალბათ, ეს ის მომენტია, როცა დიდი გოგო გავხდი.

– თქვი, 49 წლის ასაკში დავიწყე ინსტრუმენტზე დაკვრის სწავლა, შევიცვალე ცხოვრებისეული პრიორიტეტებიო. ანუ, ცხოვრება თავიდან დაიწყე?

– ცხოვრება თავიდან ბევრჯერ დამიწყია, ნულიდან და ეს აუცილებელია. ეს არ არის ჩემთვის სიახლე, ყველაფერი წინაა. როგორც მე დღეს ვცხოვრობ, მომწონს. ყველაფერი მაინტერესებს, მინდა, ყველაფერი ვისწავლო. კი არ უნდა მოვასწრო, უბრალოდ, მოვიდა ჩემი დრო. ალბათ, ეს ასაკის ბრალია. ჩემი შვილი, ნინა, ამერიკაშია. მადლობა სამყაროს და ღმერთს ვითარდება, სწავლობს მუშაობს და კარგადაა, ალექსანდრეც – შვილიშვილი, მშვიდად და კარგადაა. მე კი მაქვს იმის ფუფუნება, მაქსიმალურად გამოვიყენო ეს დრო ჩემთვის.

– არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ ხასიათით, გარეგნობით, თვისებებით. პირად ცხოვრებაში კი არ გაგიმართლა. ეს ბედისწერაა?

– მოკლედ გეტყვით – ხშირად ვეკითხებოდი ჩემს თავს, რატომ ვერ აწყობ პირად ცხოვრებას, თუ ასეთი მაგარი და ლამაზი გოგო ხარ-მეთქი და მივხვდი, რომ აქამდე შინაგანად თუ ენერგეტიკულად არ ვიყავი მზად ან არც მინდოდა. არც ის ადამიანი შემხვდა, რომ ერთ ტალღაზე გვეცხოვრა, თუმცა დარწმუნებული ვარ, სადღაც ახლოს დადის (იცინის). არ ვარ მარტო, უბრალოდ, ჯერ არ შემხვდა ის ადამიანი, ვის გვერდითაც ბედნიერი ვიქნები. აქამდე არ ვიყავი მზად, ახლა კი მზად ვარ და ველოდები, ჩემი მეორე ნახევარი როდის იქნება ჩემთან შესახვედრად მზად და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გამოჩნდება. მე არ შემიძლია, იმის გამო ვიყო ადამიანთან, რომ აუცილებელია, ვიღაც მყავდეს. ვიღაც ჩემთვის მიუღებელია. მე იმდენ ხანს დაველოდები ჩემს მეორე ნახევარს, რამდენი დრო და წელიც იქნება საჭირო. კიდევ ვიმეორებ, არ ვიცი, სად შევხვდებით ერთმანეთს – ქუჩაში, მაღაზიაში თუ თვითმფრინავში, მაგრამ ჩემს მეორე ნახევარს აუცილებლად ვნახავ.

  რატომ დაარქვა თამარ ალადაშვილმა ქალიშვილს დედამთილის სახელი: „გაიღიმებს, მომენტალურად მოჰყავხარ ხასიათზე…“
მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
8 საუკეთესო აქტივობა იტალიის კურორტ სერვიაში

8 საუკეთესო აქტივობა იტალიის კურორტ სერვიაში

9 April, 2025
„სოფლის ნობათის პროდუქცია – რძე, ხაჭო, არაჟანი მაწონი, კეფირი, იოგურტი, მოჭიქული ხაჭო – არის ჯანსაღი და უვნებელი“-ხათუნა ცქიტიშვილი

„სოფლის ნობათის პროდუქცია – რძე, ხაჭო, არაჟანი მაწონი, კეფირი, იოგურტი, მოჭიქული ხაჭო – არის ჯანსაღი და უვნებელი“-ხათუნა ცქიტიშვილი

აპრილი 10, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი