ილონ მასკმა რამდენიმეწლიანი დაპირება აასრულა და რობოტაქსის პირველი სერვისი, Tesla Robotaxi საბოლოოდ დანერგა.
სერვისის ჩაშვების შესახებ მასკმა X-ზე დაწერა, რასაც Fortune ავრცელებს.
პირველი უპილოტო ტაქსები ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინის ქუჩებში გამოჩნდნენ. სატესტო ზონაში მგზავრობა ფიქსირებული 4.20 დოლარი ღირს.
სასტარტო ეტაპზე პროგრამაში 10-12 ავტომობილი არის ჩართული. ისინი შეზღუდულ გეოზონებში მოძრაობენ. თითოეულ მანქანაში მგზავრის სავარძელზე Tesla-ს თანამშრომელი ზის, ხოლო მოძრაობა დისტანციურად კონტროლდება.
სერვისი ამჟამად მხოლოდ ზოგიერთი მომხმარებლისთვის არის ხელმისაწვდომი. თუმცა მასკი აცხადებს, რომ წელს პროგრამის მასშტაბირებას აპირებს. თუმცა უპილოტო ავტომობილების მასობრივ ჩაშვებასთან დაკავშირებით Tesla-ს დამფუძნებლის წინასწარი პროგნოზები რამდენჯერმე არ გამართლდა.
Tesla-სგან განსხვავებით, Google-ის კომპანია, Waymo უკვე რამდენიმე წელია, ლოს-ანჯელესში, სან-დიეგოსა და აშშ-ის სხვა ქალაქებში უპილოტო ტაქსებს მართავს. ახლახან Waymo-მ მგზავრების 10 მლნ გადაყვანა დააფიქსირა.
Tesla სერვისის მასშტაბირებას „პროგრამული უზრუნველყოფის განახლებით“ გეგმავს, რომელიც, მასკის თქმით, Tesla-ს მფლობელებს საშუალებას მისცემს, თავისუფალ დროს თავიანთი ავტომობილები რობოტოქსებად გადააქციონ.
ამ პერსპექტივებს ბაზრის ანალიტიკოსები ჯერ სიფრთხილით აფასებენ, რადგან მიმდინარე გაშვება შეზღუდული რაოდენობის ავტომობილს მოიცავს და დამატებით ტესტირებას, ასევე, მარეგულირებელი ორგანოების დამტკიცებას საჭიროებს.