ილონ მასკი ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი თანამდებობას ტოვეს. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

„მინდოდა მადლობა გადამეხადა ყველასთვის. ჩემთვის თქვენთან მუშაობა დიდი პატივი იყო. მადლობა ყველაფრისთვის“, – განაცხადა მასკმა მთავრობის სხდომაზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მილიარდერმა ბევრ რამეზე თქვა უარი და მას ძალიან არასამართლიანად ეპყრობოდნენ.

„მათ ჩემი მანქანების დაწვა მოსწონთ, რაც კარგი არ არის“, – თქვა მასკმა, იგულისხმა რა კომპანია „ტესლას“ მიერ გამოშვებული ავტომობილების წინააღმდეგ ჩადენილი ვანდალიზმის ფაქტები.

- Advertisement -
Ad imageAd image

ტრამპმა აგრეთვე ხაზი გაუსვა იმას, რომ ამერიკელების უმეტესობა პატივს სცემს მასკს და მას მის გუნდში დარჩენა შესთავაზა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ილონ მასკი ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს. 1 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ილონ-მასკი-ტრამპის-ადმინ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi