შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოილონ მასკი მარსისკენ პილოტირებული ფრენების დაწყებას 4 წელიწადში გეგმავს

ილონ მასკი მარსისკენ პილოტირებული ფრენების დაწყებას 4 წელიწადში გეგმავს

SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი ფიქრობს, რომ მარსისკენ პირველი პილოტირებული ფრენა 4 წლის შემდეგ შედგება.

„პირველი [კოსმოსური ხომალდები] Starship-ები მარსზე ორი წლის შემდეგ გაფრინდებიან, როდესაც დედამიწასა და წითელ პლანეტას შორის შემდეგი სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება. ისინი დისტანციურად მართვადები იქნებიან, რათა მარსზე დაჯდომის უსაფრთხოება შევამოწმოთ. თუ ხომალდები მარსზე წარმატებით დაეშვებიან, პლანეტისკენ პირველი პილოტირებული ხომალდები უკვე 4 წელიწადში გაემართება“, – დაწერა მასკმა საკუთარ სოციალურ ქსელში X.

მილიარდერმა დასძინა, რომ ამის შემდეგ ფრენების სიხშირე გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება. თავის მთავარ მიზნად ამ მიმართულებით მასკი 20 წლის შემდეგ მარსზე თვითმყოფადი ქალაქის შექმნას მიიჩნევს.

„მრავალპლანეტიანობა მნიშვნელოვნად გაზრდის გონების სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობას“, – დასძინა მასკმა.

  მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის მომავალი - მეთიუ მილერი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი