პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოილონ მასკი ვენესუელის პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს „კოსმოსიდან ულვაშების ატრუსვით“ დაემუქრა

ილონ მასკი ვენესუელის პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს „კოსმოსიდან ულვაშების ატრუსვით“ დაემუქრა

ილონ მასკი ვენესუელის პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს „კოსმოსიდან ულვაშების ატრუსვით“ დაემუქრა.

ამერიკელმა მილიარდერმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ვენესუელის პრეზიდენტმა ქვეყანაში მასკის კუთვნილი სოციალური ქსელის, „იქსის“ მუშაობა 10 დღით შეაჩერა.

„ჩვენ მის ულვაშებს კოსმოსიდან ავტრუსავთ“, – დაწერა მასკმა მადუროს გამოსვლის ტრანსლაციის კომენტარებში.

მანამდე ვენესუელის ლიდერმა განაცხადა, რომ ქვეყნის ტელეკომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა რეკომენდაციით, რომ სოციალური ქსელი „იქსი“ დაბლოკოს.

მადუროს თქმით, ილონ მასკი ყველა ნორმას არღვევს, აღვივებს სიძულვილს, ფაშიზმს და სამოქალაქო ომის პროვოცირებას ახდენს.

ცნობისთვის, 28 ივლისს ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ოფიციალური შედეგების მიხედვით, გაიმარჯვა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ, რომელმაც, საარჩევნო კომისიის ცნობით, ხმები 51,95%-ი მიიღო. თუმცა ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მათ მიერ ჩატარებული ალტერნატიული დათვლის შედეგად გამარჯვებული ედმუნდო გონსალესია.

არჩევნების შემდეგ ვენესუელაში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები დაიწყო, დააკავეს 2 000 ადამიანი.

ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ვენესუელაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას შეერთებული შტატები და ილონ მასკი ცდილობდნენ.

  მარგარეტ ჩოლა, რომელიც დაახლოებით 85 წლისაა, მოდის სიმბოლოდ და ინტერნეტ-სენსაციად იქცა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი