შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაილონ მასკის სტარტაპმა xAI ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჩათ-ბოტის ბავშვებისთვის განკუთვნილი ვერსიის შექმნა დაიწყო

ილონ მასკის სტარტაპმა xAI ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჩათ-ბოტის ბავშვებისთვის განკუთვნილი ვერსიის შექმნა დაიწყო

ილონ მასკის სტარტაპმა xAI ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჩათ-ბოტის ბავშვებისთვის

განკუთვნილი ვერსიის შექმნა დაიწყო.

როგორც მასკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, აპლიკაციას Baby Grok ერქმევა. მასკის თქმით, ის ბავშვებზე ორიენტირებულ კონტენტს შემოგვთავაზებს. ამ ეტაპზე სხვა დეტალები ცნობილი არ არის.

xAI-მ ჩათ-ბოტი Grok 2023 წელს შექმნა. ის ტექსტებისა და გამოსახულებების გენერირებას ახერხებს და მომხმარებლებთან კომუნიკაციაც შეუძლია. აპლიკაცია ინფორმაციის რეალურ დროში მიღებასაც ახერხებს ინტერნეტის და სოციალური ქსელ X-ის მეშვეობით.

ივლისის დასაწყისში, მასკმა და xAI-მ ახალი ნეირონული ქსელი Grok 4 წარადგინეს. როგორც დეველოპერები ირწმუნებიან, ის წინა ვერსიაზე 10-ჯერ უფრო ძლიერია. მათი თქმით, ჩათ-ბოტს ახლა უკეთ ესმის რთული თემები და მასკის მტკიცებით, მეცნიერული აღმოჩენების გაკეთებაც შეუძლია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  პანამის პრეზიდენტი ხოსე რაულ მულინო - პანამის არხი იყო და დარჩება პანამის
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი