საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაახსენდა პატრიარქის მიერ წლების წინ მოყოლილი საინტერესო ისტორია, რომელიც მან ეკა ხოფერია-ს გადაცემაში გაიხსენა. ილია II ამბობდა, რომ პატრიარქობა მას ბავშვობაში მამამ უწინასწარმეტყველა.
მისი თქმით, მაშინ დაახლოებით 12 წლის იყო, ხოლო მისი ბიძაშვილი 10-11 წლის. ოჯახის წევრები ბიძის ეზოში იმყოფებოდნენ, სადაც მშენებლობა მიმდინარეობდა. სწორედ იქ, მოულოდნელად, მამამ ქაღალდი, კალამი და ბოთლი მოითხოვა და დაწერა, რომ ერთ-ერთი ბავშვი – ის ან მისი ბიძაშვილი – მომავალში საქართველოს პატრიარქი გახდებოდა.
როგორც ილია II იხსენებდა, ჩანაწერი ბოთლში მოათავსეს და კედელში ჩააშენეს. პატრიარქის თქმით, მამას მსგავსი „გამოცხადებები“ ხშირად ჰქონდა.
ეს ისტორია დღეს კიდევ უფრო სიმბოლურად აღიქმება — როგორც წინასწარ თქმული ამბავი, რომელიც წლების შემდეგ რეალობად იქცა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). ილია II ამბობდა, რომ პატრიარქობა მას ბავშვობაში მამამ უწინასწარმეტყველა – VIDEO: „მამაჩემმა მოითხოვა ბოთლი, ქაღალდი და კალამი, დაწერა, ბოთლში ჩადო და კედელში ჩააშენეს…“. 24 მარტი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ილია-ii-ამბობდა-რომ-პატრიარ/
