ქართველი მილიარდერები Bloomberg-ის რეიტინგში – ივანიშვილისა და ლომთაძის მნიშვნელოვნად გაზრდილი ქონება

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

Bloomberg-ის მილიარდერთა ჩამონათვალში ისევ 2 ქართველი ბიზნესმენია. მიხეილ ლომთაძე რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგს დაუბრუნდა, ბიძინა ივანიშვილის ქონება კი რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა.

ამ დროისთვის ყაზახური ფინტექ პლატფორმის “კასპის“ დამფუძნებელის მიხეილ ლომთაძის ქონება Bloomberg-ს 5.82 მლრდ დოლარად აქვს შეფასებული, მიმდინარე წლის დასაწყისში კი ეს მაჩვენებელი 5.05 მლრდ დოლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის რეიტინგში პირველად 2021 წლის ოქტომბერში მოხვდა, მაშინ, როდესაც მისმა ქონებამ 5 მლრდ დოლარს გადააჭარბა. რამდენიმე თვეში, ლომთაძე Bloomberg-ის სიაში აღარ იძებნებოდა, თუმცა 2023 წლის აგვისტოში ისევ დაბრუნდა. შემდეგ თვეში ლომთაძის ქონება შემცირდა და შესაბამისად, რეიტინგს რამდენიმე თვის განმავლობაში „გაეთიშა“. მაგრამ დღეს ის ისევ მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის იკავებს ადგილს და Bloomberg-ის რეიტინგში 492 ადგილზეა.

Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში 381-ე ადგილს იკავებს კიდევ ერთი ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომლის ქონებაც ამ დროისთვის 7 მლრდ დოლარს შეადგენს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 2024 წლის დასაწყისში მისი ქონება 6.6 მლრდ დოლარს შეადგენდა.

- Advertisement -
Ad imageAd image

რაც შეეხება Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგს, მიხეილ ლომთაძე ამ სიაში 2021 წლის აპრილიდან არის. ამ დროისთვის Forbes-ის მიხედვით, ლომთაძე რეიტინგში 573-ე ადგილზეა, ის 5.3 მლრდ დოლარს ფლობს. ბიძინა ივანიშვილი კი Forbes-ის რეიტინგში 4.9 მლრდ დოლარით 623-ე ადგილს იკავებს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ქართველი მილიარდერები Bloomberg-ის რეიტინგში – ივანიშვილისა და ლომთაძის მნიშვნელოვნად გაზრდილი ქონება. 15 მარტი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ივანიშვილისა-და-ლომთაძის/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-27T02:22:00+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi