შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაიერუსალიმში აშშ-ის საელჩო სამი დღით იხურება

იერუსალიმში აშშ-ის საელჩო სამი დღით იხურება

ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტის გამწვავების გამო, ოთხშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დაიხურება, – CNN-ის ცნობით, ამის შესახებ საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

„არსებული უსაფრთხოების ვითარებისა და ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტის შედეგად, აშშ-ის საელჩომ აშშ-ის მთავრობის ყველა თანამშრომელს და მათი ოჯახის წევრებს მითითება მისცა, რომ შემდგომ შეტყობინებამდე საკუთარ საცხოვრებელ სახლებში და მათ მახლობლად მდებარე თავშესაფრის ადგილებში დარჩნენ“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საელჩოს განმარტებით, იერუსალიმში მდებარე საელჩოსთან ერთად, პარასკევამდე დაიხურება თელ-ავივის საკონსულო სამსახურებიც.

  ახალი საგანგაშო კვლევა მარიხუანაზე – გიორგი ფხაკაძის გაფრთხილება ‼️
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი