შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდიიელოუსტოუნში მგლების დაბრუნებამ ვერხვის ხეების უპრეცედენტო მატება გამოიწვია

იელოუსტოუნში მგლების დაბრუნებამ ვერხვის ხეების უპრეცედენტო მატება გამოიწვია

აშშ-ში, იელოუსტოუნის პარკში, ბოლო 80 წლის განმავლობაში პირველად ვერხვის ხეების რაოდენობა გაიზარდა. სპეციალისტები ამის მიზეზად პარკის ტერიტორიაზე მგლების პოპულაციის აღდგენას ასახელებენ.

ახალი კვლევის მიხედვით, მგლების დაბრუნებამ პარკში ეკოლოგიური ტრანსფორმაცია გამოიწვია.

ნაცრისფერი მგლები პარკიდან 1930 წლისთვის მთლიანად გაქრნენ – ბინადრობის არეალის დაკარგვისა და მონადირეთა საქმიანობის გამო. მგლების გაუჩინარების შემდეგ, პარკში ჭარბად გავრცელდნენ ლოსები. ისინი ჭამდნენ ბალახს, ბუჩქებსა და ახალგაზრდა ხეებს, რის გამოც ვერხვებს ზრდის საშუალება არ ჰქონდათ.

თუმცა, 1990-იან წლებში პარკში მგლების დაბრუნებამ ლოსების პოპულაცია შეამცირა, რამაც, სპეციალისტების დაკვირვებით, ვერხვის ხეების რაოდენობის გაზრდას პირდაპირ შეუწყო ხელი.

დაგაინტერესებთ: არ მოტყუვდეთ❗️Greentest-ის მსგავსი ტესტერები არ ზომავს ნიტრატების რაოდენობას – გიორგი ფხაკაძის სკანდალური განცხადება

ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  ზოდიაქოს 5 ნიშანი, ვისაც აგვისტოში სამსახურში დააწინაურებენ
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი