პარასკევი, მაისი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„უარი ვთქვათ ასეთ სიმდიდრეზე. იმიტომ ამბობს დღევანდელ სახარებაში მაცხოვარი, რომ: „მდიდარი ვერ...

„უარი ვთქვათ ასეთ სიმდიდრეზე. იმიტომ ამბობს დღევანდელ სახარებაში მაცხოვარი, რომ: „მდიდარი ვერ შევა სასუფეველში“, აქ მხოლოდ მატერიალურ სიმდიდრეზე არ არის საუბარი, არამედ უნდა ვეცადოთ, მოვიპოვოთ ეს სულის სიგლახაკე, რომელზეც უფალი ამბობს: „ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“

„ღვთის სასუფეველი – ეს არის სიყვარულის სასუფეველი, ურთიერთსიყვარულის სასუფეველი. მისი კარი იხსნება მხოლოდ იმ ადამიანთა წინაშე, ვისაც სიყვარულის გარდა, სხვა არაფრის იმედი არ აქვს. ვისაც ჰგონია, რომ თავისი სიმართლით და დამსახურებებით შევა სასუფეველში, მას იქ არასდროს მიიღებენ, ვერასდროს დაიმკვიდრებს ის სასუფეველს, რადგან სასუფეველი ღვთისა არ არის კანონების და დამსახურებების სასუფეველი. ეს არის ღვთის მოწყალებისა და სიყვარულის სასუფეველი…“
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება სულთმოფენობიდან ოცდამეშვიდე კვირას
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს.
დღეს იყო წაკითხული სახარებიდან უფალ იესო ქრისტეს საუბარი ახალგაზრდა რჯულის მეცნიერთან, რომელმაც ჰკითხა მას, რა გავაკეთო, რომ საუკუნო ცხოვრება დავიმკვიდროო? (ლკ. 18, 18). უფალმა მას გაახსენა ძველი აღთქმის მცნებები: „არა იმრუშო“, „არა კაც ჰკლა“, „არა იპარო“, „არ მოიტყუო“, „პატივი ეცი შენს მშობლებს“ (გამ. 20, 12-16; რჯ. 5, 16-20) და ა. შ. კაცმა მიუგო, რომ ამ მცნებებს ბავშვობიდან იცავდა, მართალი ვარ ღვთისა და ადამიანთა წინაშეცო.
თუ ასე ფიქრობს, თუ მიაჩნია, რომ ასეთი მართალია და ყველაფერს იცავს, მაშ რატომ ეკითხება მაცხოვარს? იმიტომ, რომ გულის სიღრმეში მაინც ფიქრობს, ჰგონია, რომ ის მართალია დაწერილი რჯულის წინაშე, ან რჯულით თითქოს მართლდება, მაგრამ რჯულის მიღმა არის კიდევ უფრო დიდი სიმართლე; რომ რჯულის მხოლოდ ასე ფორმალურად დაცვა არ არის საკმარისი; საჭიროა, რჯულის სულის გაგება, ჩაწვდომა ამ სულისა იმისთვის, რომ ადამიანმა სასუფეველი დაიმკვიდროს.
მაცხოვარი მას ასევე ეტყვის: „თუ გინდა, რომ სრულყოფილი იყო, თუ შენ ყველაფერ ამას იცავ, მაშინ მიატოვე შენი ქონება და მე გამომყევი“ (ლკ. 18, 22). ეს კაცი მდიდარი იყო მატერიალურად, მაგრამ ამის გარდა, ძვირფასო ძმებო და დებო, იგი მდიდარი იყო თავის თავზე დიდი წარმოდგენითაც, თავისი სათნოებების, თავისი სიკეთის შეგნებით იყო მდიდარი. მას ეგონა, რომ ყველაფერი შეასრულა ღვთის წინაშე, ადამიანთა წინაშე და მართალია. უფალი ამბობს, რომ მათ შორის ასეთი სიმდიდრეც უნდა მიატოვოს ადამიანმა. თუ ამას არ იზამს, სასუფეველში ვერ შევა. აი, ასეთი საოცარი დიალოგია.
მაშასადამე, ღვთის სასუფეველი – ეს არის სიყვარულის სასუფეველი, ურთიერთსიყვარულის სასუფეველი. მისი კარი იხსნება მხოლოდ იმ ადამიანთა წინაშე, ვისაც სიყვარულის გარდა, სხვა არაფრის იმედი არ აქვს. ვისაც ჰგონია, რომ თავისი სიმართლით და დამსახურებებით შევა სასუფეველში, მას იქ არასდროს მიიღებენ, ვერასდროს დაიმკვიდრებს ის სასუფეველს, რადგან სასუფეველი ღვთისა არ არის კანონების და დამსახურებების სასუფეველი. ეს არის ღვთის მოწყალებისა და სიყვარულის სასუფეველი. თუ ადამიანს ჰგონია, რომ დამსახურებების გამო მიიღებენ, მიიტანს იქ თავის სიმართლეს და უფლებებს, რომ მას უფლება აქვს მისი დამკვიდრების, ასეთი ადამიანი სასუფეველში ვერასდროს შედის, არამედ – მხოლოდ ის, ვინც ფიქრობს, რომ არანაირი უფლება არ აქვს სასუფევლისა, არანაირი დამსახურება არ აქვს და არაფრით ღირსი არ არის. აი, ასეთების წინაშე იხსნება, ძვირფასო ძმებო და დებო, სასუფევლის კარი.
ამრიგად, ეს უნდა ვისწავლოთ – უარი ვთქვათ ასეთ სიმდიდრეზე. იმიტომ ამბობს დღევანდელ სახარებაში მაცხოვარი, რომ: „მდიდარი ვერ შევა სასუფეველში“, აქ მხოლოდ მატერიალურ სიმდიდრეზე არ არის საუბარი, არამედ უნდა ვეცადოთ, მოვიპოვოთ ეს სულის სიგლახაკე, რომელზეც უფალი ამბობს: „ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“ (მთ. 5, 3).
როდესაც დავგლახაკდებით (კარგი გაგებით), გავხდებით უმწეონი ამ გაგებით, რომ მხოლოდ ღვთის წყალობისა და სიყვარულის იმედი გვექნება, მეტი არაფრის, აი, მაშინ დამკვიდრდება ჩვენშიც და განივრცობა ჩვენ ირგვლივაც სასუფეველი ღვთისა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  აბიტურიენტებს 2026 წელს უნივერსიტეტებთან ერთად სამი პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.