თქვენ გატყუებენ! გატყუებენ რომ ელექტრო სიგარეტი უვნებელია! რომ ის არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს და რომ ის დაგეხმარებათ თამბაქოსთვის თავის დანებებაში…- ეს დიდი ტყუილია!
ფერადი, სხვადასხვა ფორმის ელექტრომოწყობილობები, რომელიც მომხმარებელს საყვარელი კენკრის, ხილის არომატებით ხიბლავს, რეალურად ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. მისი გამოყენებით ვაზიანებთ ჩვენს ორგანიზმს, გამონაბოლქვით კი ჩვენს გარშემომყოფებს.
არაჯანსაღი კბილები, ადრეული მენოპაუზა, გაუარესებული მხედველობა, ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაქვეითება, უმადობა, მუდმივი ხველა, სუსტი იმუნიტეტი, უნაყოფობა, დანაოჭებული კანი, სიყვითლე თითებზე — ეს იმ პრობლემების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელთა წინაშეც მწეველები დგანან.
ელექტრო სიგარეტების მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება, იზრდება იმ კვლევების რაოდენობაც, რომლებიც ელექტრო სიგარეტისა და ტრადიციული თამბაქოსგან გამოწვეულ დაავადებებს შორის ტოლობის ნიშანს სვამს.
“თამბაქოს კონტროლის ალიანსის” თავმჯდომარე, გიორგი ბახტურიძე აცხადებს, რომ მოზარდებში საგანგაშოდ გაზრდილია ელექტრონული სიგარეტის მოხმარების მაჩვენებელი.
„საგანგაშო მდგომარეობა გვაქვს ელექტრონული სიგარეტის, ე.წ. ვეიპის გამოყენების კუთხით. 15-16 წლის მოზარდებში ელექტრონული სიგარეტის მოხმარება არის დაახლოებით, 15%, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. თუ შევადარებთ 2015 წელს, მაშინ 7% იყო. დღეს ელექტრონული სიგარეტის მოხმარება 2-ჯერ არის გაზრდილი“,- აცხადებს გიორგი ბახტურიძე.
ერთეული შემთხვევებიდან ეპიდემიამდე
2019 წლის აგვისტოში, ორეგანოს შტატში ვეიპინგთან დაკავშირებული ფილტვის მწვავე დაავადების გამო ორი ადამიანი გარდაიცვალა. ასაკი და სქესი გასაიდუმლოებული დარჩა, მაგრამ ოფიციალური ინფორმაციით, ის კლინიკაში ივლისში, ლეგალურად შეძენილი მარიხუანის შემცველი პროდუქტის მოხმარების შემდგომ მოათავსეს. როგორც საქმის გამომძიებელი, ექიმი ენ ტომასი ამბობდა, გარდაცვლილი “სხვა მხრივ ჯანმრთელი იყო და უეცრად მძიმედ დაავადდა”.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ვეიპინგისთვის განკუთვნილი სითხე ოფიციალურ მაღაზიაში იყო ნაყიდი. ამ ეტაპზე ჩვენ აღარ ვიცით რა არის უსაფრთხო,- თქვა ექიმმა ენ ტომასმა, რომელიც ამ ორი პაციენტის გარდაცვალების მიზეზს იკვლევდა.
„არ არსებობს ხარისხიანი საწამლავი“
მიუხედავად იმისა, რომ ელექტრო სიგარეტის გამოყენება შედარებით ახალგაზრდა მავნე ჩვევაა, უკვე არსებობს ზიანის დამადასტურებელი კვლევები.
ხველა, ჰაერის უკმარისობა, ქოშინი, შეშუპება და თავის ტკივილი – ეს გულის უკმარისობის ის სიმპტომებია, რომელსაც ელექტრო სიგარეტები იწვევს. თუმცა, საქმე მხოლოდ გულს არ ეხება. ელექტროსიგარეტი ფილტვის ისეთ დაავადებებს აჩენს, როგორიცაა ასთმა, ტუბერკულოზი, ბრონქიტი – დაავადებათა სია ვრცელია.
არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები მალავენ, რომ სიგარეტი 600-მდე ნივთიერებას, ხოლო მისი კვამლი 7000-ზე მეტ საშიშ ქიმიურ ნაერთსა თუ ელემენტს შეიცავს. ასეთია, მაგალითად, ბენზოლი, ამიაკი, ტყვია, წყალბადის ციანიდი, ფორმალდეჰიდი და სხვა. მათი ორგანიზმში მოხვედრა იწვევს კანცეროგენების დაგროვებას, საბოლოოდ კი ფილტვის კიბოს.
მკვლევრებმა, ადამიანებში, რომლებიც არასოდეს ყოფილან მწეველები, ფილტვის კიბოს შემთხვევათა ტენდენციის ზრდა გამოავლინეს.
„მიუხედავად იმისა, რომ მწეველთა რაოდენობა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მცირდება, იზრდება ფილტვის კიბოს პროპორცია იმ ადამიანებში, ვინც არასდროს ყოფილა მწეველი. კერძოდ, მთელ მსოფლიოში კიბოსთან დაკავშირებულ სიკვდილიანობაში, მოწევა მეხუთე მთავარი მიზეზია“,- აღნიშნავენ მკვლევარები.
2025 წლის აპრილში, ამერიკაში მცხოვრები თინეიჯერი იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული ფილტვების დაავადებით დაინფიცირდა, რომელსაც “პოპკორნის ფილტვებს” უწოდებენ. დადგინდა, რომ დაავადების მიზეზი მოზარდის მიერ სამი წლის განმავლობაში, ფარულად ელექტრო სიგარეტის, ე.წ. “ვეიპის” გამოყენება იყო.
ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ „პოპკორნის ფილტვების“ მკურნალობა ვერ ხერხდება. როდესაც ფილტვები უკვე დაზიანებულია, თერაპია მხოლოდ სიმპტომების მართვით შემოიფარგლება. ეს შეიძლება მოიცავდეს ბრონქოდილატორებისა და სტეროიდების გამოყენებას, უკიდურეს შემთხვევებში კი — ფილტვის გადანერგვას.
მარკეტინგული ხრიკი დანამატების სახით
საზოგადოებაში გავრცელებულია მითი, რომ თამბაქოს დანამატები ნაკლებსაზიანოა ჯანმრთელობისთვის.
თამბაქოს ინდუსტრია იყენებს ათასობით დანამატს და ათობით არომატიზატორს იმისთვის, რომ პროდუქტს უფრო სასიამოვნო თვისებები მიანიჭოს. ინდუსტრიის მიზანია ახალგაზრდების და ახალდამწყები ადამიანების ადვილად მიჩვევა ამ პროდუქტებზე!!!
თამბაქოს ბაზარზე შეხვდებით მრავალი სახის დანამატს, რომელთა ჩამონათვალი არც მეტი, არც ნაკლები თქვენც გაცდუნებთ. მაგალითად, ნესვის არომატი, პიტნა, ანანასი, კაკაო და ა.შ.
საინტერესოა, რეალურად რა დგას ამ დანამატების შექმნის უკან? – პირველები ალბათ იტყვით, რომ დანამატიანი სიგარეტის სუნი არ აღიზიანებს გვერდით მყოფს, არ ტოვებს უსიამოვნო სუნს და ა.შ. … სრულად