4 რამ, რასაც გასტროენტეროლოგი ყოველდღიურად აკეთებს, რომ მეტაბოლიზმი საათივით მუშაობდეს

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა
Disclosure: This website may contain affiliate links, which means I may earn a commission if you click on the link and make a purchase. I only recommend products or services that I personally use and believe will add value to my readers. Your support is appreciated!

ნაწლავები თითქმის ყველა ასპექტზე მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაში. მისი დაბალანსებული და მრავალფეროვანი მიკრობიომი ძლიერი იმუნიტეტის საფუძველია და ორგანიზმს ასაკთან დაკავშირებული დაავადებებისა და დაბერების ნიშნებისგან იცავს. გასტროენტეროლოგი, მედიცინის დოქტორი და წიგნის „ნაწლავების განახლება“ ავტორი როშინი რაჯი აღნიშნავს, რომ ამ ორგანოზე ზრუნვა არც ისე რთულია. ის თავად ყოველდღიურად ამ ოთხ მეთოდს იყენებს:

სანელებლები დილის ყავაში

ყავაში დარიჩინის ან ჯანჯაფილის დამატება ყველაზე მარტივი გზაა კვების რაციონში ფიტონუტრიენტების რაოდენობის გასაზრდელად, განმარტავს დოქტორი რაჯი. „ეს ნაერთები ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც უჯრედებს აზიანებენ და დაბერებას აჩქარებენ, გარდა ამისა, ისინი ნაწლავებში „კარგი“ ბაქტერიების რაოდენობას ზრდიან“ — ამბობს ექიმი.

ფეხების დამხმარე საყრდენი ტუალეტში

დოქტორი რაჯის პაციენტების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა შეკრულობაა. ის განმარტავს, რომ თუ ადამიანი ტუალეტში კვირაში სამჯერ ან უფრო იშვიათად მიდის, ეს შეიძლება იყოს სიგნალი, რომ ნაწლავების მუშაობა შეფერხებულია.

თუ თქვენ საკმარისი რაოდენობით სვამთ წყალს, იღებთ ბოჭკოვან პროდუქტებს და ფიზიკურად აქტიური ხართ, მაგრამ მაინც გაწუხებთ შეკრულობა, ექიმი გირჩევთ, გამოიყენოთ ფეხების დამხმარე საყრდენი ტუალეტში. მაღლა აწეული მუხლები ამცირებს დაძაბულობას და ხელს უწყობს ნაწლავების სწრაფ და მარტივ დაცლას.

მეტი ჯანსაღი ცხიმი

დოქტორ რაჯის თქმით, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ნაწლავებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საკვებია. ისინი ხელს უწყობენ „კარგი“ ბაქტერიების გამრავლებას და ნაწლავების მიკრობიომის გაჯანსაღებას.

ამიტომ ექიმი რეკომენდაციას უწევს ავოკადოს, ისპანახის, კაკლისა და ცხიმიანი თევზის რეგულარულად მიღებას.

ნაკლები გადამუშავებული ხორცი

დოქტორი რაჯი თავის პაციენტებს ურჩევს, გადამუშავებული ხორცპროდუქტები — სოსისი, ძეხვი და შებოლილი ხორცი რაც შეიძლება ნაკლებად მიირთვან. „ისინი შეიცავენ ნიტრიტებს, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში არ არის, ნაწლავების „კარგი“ ბაქტერიებისთვის ტოქსიკურია“ — აღნიშნავს ექიმი.

რა თქმა უნდა, ერთჯერადი მიღება დიდ ზიანს არ მოგაყენებთ, მაგრამ ასეთ პროდუქტებს არ უნდა დაუთმოთ მთავარი ადგილი თქვენს რაციონში.

  იცით, რაზე მიუთითებს ხელების ხშირად დაბუჟება
📌 ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. 4 რამ, რასაც გასტროენტეროლოგი ყოველდღიურად აკეთებს, რომ მეტაბოლიზმი საათივით მუშაობდეს [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 აგვ 26]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/4-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%aa-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9a/
sheniekimi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
⚕️ © 2026 შენი ექიმი — კლინიკები და ტრიაჟი · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.