შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბები„თქვენამდე ვიდრე მოვიდა ტალღა, გზაში ენერგია დაცხრა და მაინც როგორ შეშინდით.. იცხოვრეთ...

„თქვენამდე ვიდრე მოვიდა ტალღა, გზაში ენერგია დაცხრა და მაინც როგორ შეშინდით.. იცხოვრეთ კარგ სახლში, სხვაგვარად დაუცველნი ხართ!“ – რას წერს თეა გოდოლაძე გუშინ, რაჭაში მომხდარ მიწისძვრაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე ფეისბუკზე 4 ივნისს, საქართველოშო მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება. მისი თქმით, ეს იყო საშუალო კლასის მიწისძვრა შიშის საფუძველი არ არსებობს.

„ერო ჩემო! ეს არ არის ძლიერი მიწისძვრა, ეს არის საშუალო კლასის მიწისძვრა. ძლიერ მიწისძვრათა კლასი იწყება მომენტის მაგნიტუდა 6-დან. ეპიცენტრი იყო რაჭაში. თქვენამდე ვიდრე მოვიდა ტალღა, გზაში ენერგია დაცხრა და მაინც როგორ შეშინდით. ჰოდა, ყოველთვის გაგიმეორებთ, გაფრთხილებთ. ამ ქვეყანაში ძლიერი მიწისვრები ხდება სამწუხაროდ, რაჭა 1991 წელი, მაგნიტუდა 7. მოხდება მომავალშიც. სამწუხაროდ, არ ვიცით სეისმოლოგებმა ზუსტად სად და როდის. იცხოვრეთ კარგ სახლში, სხვაგვარად დაუცველნი ხართ! მოითხოვეთ უსაფრთხო საცხოვრისი!“, – წერს თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში.

  „ჰოდა, აწი ელვა რომ იქნება და მეხი, რომელიღაც აუცილებლად არჩილ ბადრიაშვილი იქნება, სხვანაირად არ გამოვა, ცას მისი ვალი აქვს…“ – გიორგი კეკელიძე არჩილ ბადრიაშვილზე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი