სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიფსიქოლოგითუ ფიქრობთ, რომ მთელი სამყარო თქვენს წინააღმდეგაა მომართული, მაშინ ეს წაიკითხეთ

თუ ფიქრობთ, რომ მთელი სამყარო თქვენს წინააღმდეგაა მომართული, მაშინ ეს წაიკითხეთ

ჩვენს ცხოვრებაში არსებობენ ადამიანები, რომელიც გამუდმებით ცდილობენ ჩვენთვის ზიანის მოყენებას და ჩვენს დამარცხებას. მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება შეგემთხვას, ისაა, რომ დავიჯეროთ – ყველა ადამიანი ჩვენს წინააღმდეგაა მომართული.

რატომაა ეს პრობლემა? როდესაც გვჯერა, რომ სხვა ადამიანები ჩვენს წინააღმდეგ არიან განწყობილნი, ეს ხელს გვიშლის ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. ურთიერთობები ადამიანის ცხოვრების მთავარი ელემენტია. ის არა მხოლოდ აადვილებს მუშაობის პროცესს, არამედ გვეხმარება განტვირთვასა და ცხოვრებით ტკბობაში.როდესაც ყოველთვის თავდაცვით მდგომარეობაში ვართ, ყველა ადამიანს ეჭვის თვალით ვუყურებთ და მათგან ცუდს ველოდებით. შესაბამისად, ვერ ვახერხებთ ჯანმრთელი, ნდობაზე დამყარებული ურთიერთობების ფორმირებას. სინამდვილეში, ჩვენი წარმატების ძირითადი ნაწილი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის ვიცნობთ და ვისთვის შეგვიძლია დახმარების თხოვნა.

თავს მსხვერპლად ნუ წარმოაჩენთ. როდესაც ამას აკეთებთ, მაშინ სხვებზე დამოკიდებული ხდებით. დააკვირდით, თუ თავს ასე აღიქვამთ, გამოდის, რომ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, აძლევთ უფლებას გაგტეხონ და გადაგიარონ, თითქოს, თქვენს ცხოვრებაზე, თქვენს ბედნიერებაზე, არანაირი კონტროლის მექანიზმი არ გაქვთ.

თავის მსხვერპლად წარმოჩენა, თითქოს ყველა ადამიანი, მთელი სამყარო, თქვენს წინააღმდეგ მოქმედებს, პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მარტივი გზაა.

თუ ასე ფიქრობთ, მაშინ, თქვენს ცხოვრებაზე პასუხისმგებლობას სხვებს აკისრებთ. გარკვეულწილად, შესაძლოა ეს კარგი გამოსავალი იყოს – თქვენ არ იღებთ პასუხისმგებლობას წარუმატებლობაზე. მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს, რომ საკუთარი შეცდომებზე ვერ სწავლობთ, რომ არ მოქმედებთ, რომ წინ არ მიდიხართ…

ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამოსავალი ყველას ნდობაა. თუმცა, პოზიტიური განწყობის შენარჩუნება სხვების მიმართ მანამ, სანამ ისინი ამას იმსახურებენ, დადებითი ცხოვრებისეული ცვლილებების გარანტიაა.

საკუთარ თავზე, საკუთარ ცხოვრებაზე – წარმატებებსა თუ წარუმატებლობებზე პასუხისმგებლობის აღება, დიდი ცვლილებების, ზრდისა და განვითარების ერთადერთი წინაპირობაა. ის გვაძლევს საშუალებას, რომ დავინახოთ ყველა შესაძლებლობა, ვიამაყოთ ჩვენი წარმატებით და რაც მთავარია, გამოვიდეთ მუდმივი ბრძოლის რეჟიმიდან.მიეცით საკუთარ თავს უფლება აიღოთ პასუხისმგებლობა თქვენს წარუმატებლობაზე და შეწყვიტეთ თქვენს გარშემო მტრების ძებნა. ეს აუცილებლად გააუმჯობესებს თქვენს ცხოვრებას და გააფართოებს თქვენს მსოფლმხედველობას.

როდესაც სამყაროს უფრო პოზიტიურად აღიქვამთ, სხვა ადამიანებიც იმავე დამოკიდებულებით გპასუხობენ. მიეცით მათ საშუალება გაგაოცონ და დაგანახონ მეგობრული სამყაროს ყველა შესაძლებლობა. მაგრამ ყველაზე მეტად, მიეცით საკუთარ თავს შანსი, აკონტროლოთ თქვენი ცხოვრება.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი