ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმითუ თვალებში წამიერად გიბნელებათ - ის, რაც უნდა იცოდეთ

თუ თვალებში წამიერად გიბნელებათ – ის, რაც უნდა იცოდეთ

თუ მჯდომარე ან მწოლიარე მდგომარეობიდან წამოდგომისას ადამიანს უეცრად  თვალებში უბნელდება, ეს შეიძლება  რიგ პათოლოგიებზე მიუთითებდეს.

ეს სიმპტომი შეიძლება მიუთითებდეს ნერვული სისტემის დაავადებებზე, მაგალითად:

  1. პარკინსონის დაავადება;
  2. დემენცია ;
  3. ავტონომიური დისფუნქცია;
  4. პერიფერიული ნერვების დაავადება;

გარდა ამისა, თვალებში დაბნელება და თავბრუდახვევა საწოლიდან წამოდგომის შემდეგ შეიძლება იყოს დეჰიდრატაციის ნიშანი სიცხის, ღებინების, არასაკმარისი სითხის მიღების, ძლიერი დიარეის ან გადაჭარბებული ვარჯიშის გამო.

თვალების უეცარი დაბნელება შეიძლება ასევე იყოს გულის დაავადებების თანმხლები, მაგალითად, ძალიან დაბალი გულისცემა, სარქველების დისფუნქცია, გულის იშემია ან გულის უკმარისობა. ასევე, ეს სიმპტომი შეიძლება მიუთითებდეს ენდოკრინულ დარღვევებზე: ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებზე, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობაზე და შაქრის დაქვეითებაზე.

თუ თავბრუდახვევა და თვალების დაბნელება გახშირდა ან თან ახლავს გაბრუება, უნდა მიმართოთ ექიმს.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი