„ყოველწლიურად ფრინველის გრიპი სულ უფრო მეტ ქვეყანაში ჩნდება და მუტაციას განიცდის. თუ ზომები არ მიიღეს სავარაუდოა, რომ მომავალში ის შეიძლება ადამიანიდან ადამიანზე გადავიდეს და მსოფლიო ახალი პანდემიის წინაშე აღმოჩნდეს“, – აღნიშნულის შესახებ BILD-ი იტყობინება.
მედიასაშუალების მასალაში ნათქვამია, რომ ფრინველის გრიპმა ჩრდილოეთ ამერიკამდე მიაღწია და პირველად 2023 წლის შემოდგომაზე პირუტყვები დაავადდნენ.
ახლა ინფექციის ტალღა 12 შტატში ვრცელდება. მკვლევარების აზრით, ადამიანები არა მხოლოდ შეძლებენ ამ ვირუსით დაინფიცირებას, არამედ მომავალში მისი გადაცემაც იქნება ადამიანიდან ადამიანზე.
„ადამიანის ინფექციის ალბათობა იზრდება რაც უფრო ხანგრძლივად და ფართოდ ვრცელდება ვირუსი სხვადასხვა ძუძუმწოვრებში”, – თქვა ვირუსოლოგმა იზაბელა ეკერლემ.
ამავდროულად, ჰარვარდის ეპიდემიოლოგმა, მაიკლ მინამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის ხელისუფლება ცეცხლთან თამაშობს, რადგან დაავადების გავრცელების წინააღმდეგ შესაბამის ზომებს არ იღებს.
H5N1 ვირუსი უკვე აღმოჩენილია თაგვებსა და კატებში.
„ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს ადამიანებში ზედა სასუნთქი გზების და თვალის მსუბუქი ინფექციები, ასევე პოტენციურად ფატალური დაავადებები, როგორიცაა პნევმონია“, – განაცხადეს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრში.
მასალის გამოყენების პირობები