შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისითუ გინდათ, რომ ვალი არ გქონდეთ, ეს  რჩევა გაითვალისწინეთ

თუ გინდათ, რომ ვალი არ გქონდეთ, ეს  რჩევა გაითვალისწინეთ

თუ თქვენც მათ შორის ხართ, ვისაც სესხი აქვს, საინტერესოა, როგორ წარმოგიდგენიათ ცხოვრება ფინანსური ვალდებულების გარეშე? ალბათ, ეს თქვენი სასურველი და საოცნებო რეალობაა. გაგაცნობთ ჩვევებს, რომლებშიც ვალის არმქონე ადამიანებს უნდა მიბაძოთ, თუ გსურთ, რომ თქვენც მალე გათავისუფლდეთ ფინანსური ვალდებულებისგან.

შეადგინეთ ბიუჯეტი

არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ბიუჯეტის შედგენა. ფინანსური ექსპერტები თანხმდებიან, რომ ფინანსების სწორი მართვის მთავარი წესი სწორედ ბიუჯეტის შედგენაა. ადამიანები, ვისაც ვალი არ აქვთ, ამ წესს პირწმინდად იცავენ.

სწორი ბიუჯეტირებისთვის უნდა განსაზღვროთ თქვენი შემოსავალი და გასავალი. ამ გზით უზრუნველყოფთ, რომ არ დახარჯოთ ფული, რომელიც რეალურად არ გაქვთ. ბიუჯეტის შედგენა ასევე დაგეხმარებათ, განსაზღვროთ თუ რაში ხარჯავთ თანხას და რომელი ხარჯის თავიდან აცილება შეგიძლიათ მარტივად.

ბიუჯეტირებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა პლატფორმები, მაგალითად, სპეციალური ონლაინ კალკულატორები ან Google Sheets.

ჩაიწერეთ ყველა ხარჯი

ბიუჯეტის შედგენაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მას ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეთ. ეს ნიშნავს, რომ ჩაიწეროთ ყველა ხარჯი. მათ, ვისაც ვალი არ აქვს, როგორც წესი, ზუსტად იციან, რაში ხარჯავენ თითოეულ თეთრს.

დაისახეთ მიზნები

უვალოდ ცხოვრება მოიცავს როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი ფინანსური გეგმების დასახვას. ეს გულისხმობს: დანაზოგს ახალი მანქანისთვის, საოცნებო შვებულების დაგეგმვას, ბავშვების სკოლისთვის მომზადებას. თითოეული ეს ხარჯი წინასწარ უნდა განსაზღვროთ და თანხა დასახული მიზნის შესაბამისად დახარჯოთ. მიზნის დასახვასა და მისკენ სწრაფვაში ისეთი პატარა დეტალებიც დაგეხმარებათ, როგორიცაა მაცივარზე თუ სამუშაო სივრცეში გაკეთებული წარწერიანი სტიკერები. როდესაც ისინი ხშირად მოგხვდებათ თვალში, მუდმივად თქვენს გონებაში იტრიალებს და მიზნის მიღწევაც გაგიიოლდებათ.

გააკეთეთ დანაზოგი

ადამიანებს, ვისაც ვალი არ აქვთ, დანაზოგის გაკეთება უყვართ. ისინი შემნახველ ანგარიშზე ყოველთვის ათავსებენ თანხას და რაც მთავარია, ამას რეგულარულად აკეთებენ. ამისთვის შეგიძლიათ ავტომატური გადარიცხვის ფუნქცია გაააქტიუროთ. გარდა იმისა, რომ დანაზოგი გრძელვადიანი ფინანსური მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ, თქვენ გარკვეული თანხა გექნებათ გადაუდებელი საჭიროებისთვის. ასე ვალის აღება აღარ მოგიწევთ დაუგეგმავი სამედიცინო ხარჯისთვის ან ავტომობილის შეკეთებისთვის.

  როგორ გავუმკლავდეთ ტუჩის ჰერპესს და როგორ შევნიღბოთ ის?

გააკეთეთ გონივრული შენაძენი

ადამიანებმა, ვისაც ვალი არ აქვთ, იციან, როდის თქვა „არა“. ისინი ბევრს მუშაობენ საკუთარ თავზე, რომ დაგეგმილ ბიუჯეტს მიჰყვნენ და იმპულსური შენაძენისგან თავი შეიკავონ. ამისთვის, პატარა-პატარა დეტალების გათვალისწინებაა საჭირო. მაგალითად, წაშალეთ თქვენი სადებეტო ბარათის მონაცემები ონლაინ მაღაზიების ანგარიშიდან, ხშირად არ ესტუმროთ სავაჭრო ცენტრებს… განაგრძეთ კითხვა

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი