ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„თუ აუზს აქვს ქლორის სუნი, შესაძლოა, მასში იყოს ქლორამინი, შარდი ან ორგანიზმიდან...

„თუ აუზს აქვს ქლორის სუნი, შესაძლოა, მასში იყოს ქლორამინი, შარდი ან ორგანიზმიდან გამოყოფილი სხვა სითხეები“ – ზაზა თელია

დერმატოლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი აუზების ჰიგიენასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. ზაზა თელია წერს, რომ ქლორით ადეკვატურად დამუშავებულ აუზს სპეციფიკური სუნი არ უნდა ჰქონდეს.

“სტატისტიკით, მაგალითად, აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის 40% შარდავს საზოგადოებრივ აუზებში. ალბათ, ადვილი მისახვედრია, რომ საქართველოში ეს სტატისტიკა იგივე ან შეიძლება მეტიც იყოს.

მოგეხსენებათ, აუზების დამუშავება ხორციელდება ქიმიური საშუალებებით იმისათვის, რომ მოხდეს დაავადებების გავრცელების პრევენცია.

ქლორი, შესაძლოა, შეუერთდეს ორგანიზმიდან გამოყოფილ სითხეებს (შარდი, ფეკალიები) და გამოიწვიოს ქიმიური რეაქცია. ეს ქიმიური რეაქცია ამცირებს ქლორის რაოდენობას აუზში რაც, შესაბამისად, აღარ არის საკმარისი ბაქტერიების გასანეიტრალებლად

პირიქით, წარმოიქმნება ქიმიური გამაღიზიანებელი ნივთიერებები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, თვალების გაწითლება, ქავილი.

ამ ქლორამინს (Chloramine) აქვს ქლორისთვის დამახასიათებელი სუნი და ადამიანებში ის ასოცირდება ქლორის სუნთან. თუმცა, სუფთა, დამუშავებულ აუზს არ უნდა ჰქონდეს სუნი, ანუ ქლორით ადეკვატურად დამუშავებულ აუზს არ აქვს სუნი

ამრიგად, თუ აუზს აქვს ქლორის სუნი – შესაძლოა მასში იყოს ქლორამინი (Chloramine), შარდი ან ორგანიზმიდან გამოყოფილი სხვა სითხეები,” – წერს ზაზა თელია.

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  პაატა იმნაძე: „მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია“
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი