„დედამთილმა რძლის ოჯახში ჭურჭელი არ უნდა გარეცხოს“ – ეზოთერიკოსის რჩევები

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

ზოგჯერ თავაზიანი ადამიანები მასპინძლებს სუფრის გაშლაში და ჭურჭლის რეცხვაში დახმარებას სთავაზობენ. რა თქმა უნდა, დახმარების სურვილი დასაფასებელია, მაგრამ ძველად სჯეროდათ, რომ სახლში სტუმრად მოსულმა ადამიანმა ჭურჭელი არ უნდა გარეცხოს. ბებიების წარმოდგენით, სამზარეულოში ეს საქმე მხოლოდ ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა უნდა გააკეთონ. მათი აზრით, ჭურჭელზე უცხო ადამიანის ენერგია გადადის და შესაძლოა, ოჯახის კეთილდღეობისთვის საზიანო აღმოჩნდეს.უფროსები თვლიდნენ, რომ უცხო ადამიანმა შეიძლება, ჭურჭელზე არა მხოლოდ საკუთარი უარყოფითი ენერგია და ზრახვები გადაიტანოს, არამედ წყალს გაატანოს და “გარეცხოს“ ოჯახის ბედნიერება, ფინანსური სარგებელი და კეთილდღეობა. ამიტომაც, სტუმრად მისულ, შედარებით უცხო ადამიანებს ჭურჭლის გარეცხვის უფლებას არასდროს აძლევდნენ.

ვის შეუძლია თქვენს სახლში, ოჯახის წევრების გარდა, ჭურჭლის გარეცხვა?

დასაქორწინებელ გოგონას – ითვლება, რომ მას ოჯახში ბედნიერება და მატება შემოაქვს
ოჯახის ახლო მეგობრებს – მათ, სავარაუდოდ, თქვენ მიმართ კეთილი განწყობა აქვთ და დადებითი ემოციები შემოაქვთ.

ადამიანებს, რომლებიც დიდი ხის განმავლობაში გენატრებოდათ – ითვლება, რომ ეს ახალ შეხვედრებსა და მოგზაურობებს მოგიტანთ.

- Advertisement -
Ad imageAd image

ვის არ შეუძლია თქვენს სახლში ჭურჭლის გარეცხვა?

დედამთილს რძლის ოჯახში – წინაპრებს სჯეროდათ, რომ ეს ოჯახში ჩხუბსა და დაპირისპირებას გამოიწვევს.

თუ სტუმარი ჭურჭლიან ნიჟარაში ხელს გადაიბანს – ეს ნიშნავს, რომ ოჯახში შესაძლოა, ფინანსური პრობლემები შეგექმნათ.

თუ სტუმრად მოსული გათხოვილი ქალი დანებსა და ჩანგლებს გარეცხავს – ოჯახში მამაკაცები იჩხუბებენ, ან კიდევ ღალატი იქნება…

ასევე ნახეთ:

- Advertisement -
Ad imageAd image

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „დედამთილმა რძლის ოჯახში ჭურჭელი არ უნდა გარეცხოს“ – ეზოთერიკოსის რჩევები. 5 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/დედამთილმა-რძლის-ოჯახში/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi