თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაში დადებითი დინამიკა შენარჩუნებულია. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმების ინფორმაციით, პაციენტი კონტაქტური, ადეკვატურია და არსებული საფრთხეები, ამ ეტაპზე, განეიტრალებულია.
“ზოგადი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება, დინამიკა დადებითია. ჰემოდინამიკური პარამეტრები შენახულია, კორეგირებულია, არ საჭიროებს მედიკამენტოზურ მხარდაჭერას. ნევროლოგიური სტატუსის მხრივ, კონტაქტურია, ასრულებს ყველას დავალებას. სუნთქვის პარამეტრები მკვეთრად არის გაუმჯობესებული, დადებითი დინამიკაა. თუ ასე გაგრძელდა, პაციენტი ალბათ რამდენიმე დღეში მოიხსნება მართვითი სუნთქვიდან”, – აცხადებს თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი.
გულ-მკერდში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობით, აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი კლინიკაში უკვე მესამე დღეა იმყოფება.
პარალელურად, თორნიკე რიჟვაძის, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება. სხვა საგნებთან ერთად, ექსპერტიზა უტარდება იმ წერილსაც, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა.
რაც შეეხება ალექსი ახვლედიანს, რომლის სახლშიც და რომლის იარაღიდანაც მოხდა გასროლა – სასამართლომ ის, 30 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე, გუშინ, დღის ბოლოს, დარბაზიდან გაათავისუფლა. მას ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავებიან, რამაც მძიმე შედეგები გამოიწვია.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). “თუ ასე გაგრძელდა, პაციენტი ალბათ რამდენიმე დღეში მოიხსნება მართვითი სუნთქვიდან” – თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 9 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თუ-ასე-გაგრძელდა-პაციენტ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-25T23:01:39+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
