როგორ მივხვდეთ, რომ მეხსიერების პრობლემები გვაქვს, რატომ გვავიწყდება მარტივი დეტალები და როდის უნდა მივმართოთ დაუყოვნებლივ ექიმს
ყველას გვქონია მომენტი, როცა ვერ ვიხსენებთ, – დავკეტეთ კარები? ტელეფონი დასატენად ჩავრთეთ? თუმცა, როცა ასეთი შემთხვევები გახშირდება და ყოველდღიურ რეჟიმში გვხვდება, შესაძლოა საქმე მხოლოდ უბრალო გადაღლას არ ეხებოდეს.
რატომ გვავიწყდება ის, რაც თითქოს უნდა გვახსოვდეს?
დავიწყების ასეთი ეპიზოდები ხშირად სტრესულ პერიოდებთანაა დაკავშირებული. როცა გონება გადატვირთულია ან ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზეა კონცენტრირებული, ტვინს აღარ რჩება რესურსი ყოველდღიური დეტალების დასამახსოვრებლად. ასეთ დროს შეიძლება თავი ისე ვიგრძნოთ, თითქოს “ავტოპილოტზე” ვმოქმედებთ — კალამი ხელში გვიჭირავს და მაინც ვეძებთ, ან ტელევიზორის პულტის სად დავდეთ, გვავიწყდება.
მაგრამ თუ მსგავსი ქცევა ყოველდღიურობას აფერხებს, ყურადღების ცენტრში უნდა მოექცეს. მაგალითად:
-
დღის განმავლობაში რამდენჯერმე გახსენება გჭირდება, დაასხი თუ არა ყავა,
-
დილიდან გიჩნდება განცდა, თითქოს რაღაც დაგავიწყდა და ვერ იხსენებ რა,
-
ხშირად იკარგება ნივთები, სათვალე, გასაღები, მობილური და ა.შ.
ეს ყველაფერი ქრონიკული სტრესის სიმპტომი შეიძლება იყოს, რომელიც მეხსიერებაზე ნეგატიურად მოქმედებს. გააგრძელეთ კითხვა