პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევათურქეთში მომხდარი მიწისძვრის კადრები, რომელსაც 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა მედიაში ვრცელდება

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის კადრები, რომელსაც 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა მედიაში ვრცელდება

თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის კადრები მედიაში ვრცელდება, სადაც ჩანს როგორ გარბიან მოქალაქეები და ტურისტები შენობებიდან. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

ძლიერი მიწისძვრა თურქეთში – მუგლას პროვინციაში, მარმარისის სანაპიროსთან მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5.8 მაგნიტუდა შეადგინა.

მუგლას გუბერნატორის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად 70-მდე ადამიანი დაშავდა, ხოლო 14 წლის მოზარდი პანიკური შეტევის შედეგად გარდაიცვალა.

თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ხმელთაშუა ზღვაში, 67.91 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

  როგორია დაჭრილი და სასტიკად ნაცემი „გლოვოს“ კურიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რას ამბობენ მედიკოსები
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი