შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევათურქეთში მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც დაშავდა 70-მდე ადამიანი, ერთი მოზარდი კი გარდაიცვალა

თურქეთში მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც დაშავდა 70-მდე ადამიანი, ერთი მოზარდი კი გარდაიცვალა

თურქეთის მუღლას პროვინციაში, ქალაქ მარმარისში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 69 დაშავდა, – ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიკაია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მინისტრის ინფორმაციით, ბიძგები მუღლასა და სხვა რამდენიმე პროვინციაში იგრძნობოდა, თუმცა ნგრევა არ დაფიქსირებულა.

„თოთხმეტი წლის აფრანურ გიუნლუს მიწისძვრის დროს პანიკური შეტევა დაემართა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – წერს იერლიკაია.

მისი თქმით, 69 ადამიანი სიმაღლიდან გადმოხტომის შედეგად დაშავდა.

  „ავარიის დროს მანქანაში სხვა ბავშვებიც იყვნენ, ორი გოგონა საქარე მინიდან გადმოვარდა" - ტრაგედიის დეტალები
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი