ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოთურქეთში კორპუსის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

თურქეთში კორპუსის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

თურქეთის ქალაქ გებზეში შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას ორი არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ნანგრევებში ერთი ოჯახის ხუთი წევრი მოჰყვა. ამ დრომდე ეძებენ 43 წლის მამაკაცს და 37 წლის ქალს.

ნაპოვნია მათი არასრულწლოვანი შვილების და-ძმის ცხედრები. რაც შეეხება წყვილის მესამე შვილს, მაშველებმა 18 წლის დილარას გადარჩენა შეძლეს.

გამოძიება ვიდრე ნგრევის ზუსტ მიზეზს დაადგენს, გებზეს მერი არ გამორიცხავს, რომ მომხდარი ახლომდებარე მეტროსადგურის მშენებლობას უკავშირდებოდეს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  ბილ გეითსი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმთან შეხვედრის დროს USAID-ის საქმიანობა დაიცვა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი