თურქეთში ინსტაგრამის აკრძალვის გაკრიტიკებისთვის ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თურქეთის სასამართლომ სიძულვილის წაქეზებისა და პრეზიდენტის შეურაცხყოფის ბრალდებით ერთი პირის დაკავების ბრძანება გასცა. როგორც „როიტერი“ წერს, ბრალდებულმა გააკრიტიკა სოციალური ქსელის, „ინსტაგრამის“ აკრძალვა.
გასულ კვირას „იუთუბრხზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში ბრალდებული ქალი იყო იმ რამდენიმე გამვლელს შორის, რომლებსაც ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდნენ „ინსტაგრამის“ აკრძალვაზე.
„ეს არასწორია. პრეზიდენტს არ შეუძლია „ინსტაგრამის“ აკრძალვა, როგორც მას სურს“, – განაცხადა ქალმა.
ამასთან, მან გააკრიტიკა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ისინი, ვინც მხარს უჭერდა „ინსტაგრამის“ აკრძალვას.
ცნობისთვის, თურქეთმა „ინსტაგრამზე“ წვდომა 2 აგვისტოს სოციალური მედიის „კანონებისა და წესების“ დარღვევის გამო აკრძალა, შემდეგ კი შეზღუდვა მოხსნა, რადგან „ინსტაგრამი“ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას დათანხმდა.
მასალის გამოყენების პირობები