თურქეთში ინსტაგრამის აკრძალვის გაკრიტიკებისთვის ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თურქეთის სასამართლომ სიძულვილის წაქეზებისა და პრეზიდენტის შეურაცხყოფის ბრალდებით ერთი პირის დაკავების ბრძანება გასცა. როგორც „როიტერი“ წერს, ბრალდებულმა გააკრიტიკა სოციალური ქსელის, „ინსტაგრამის“ აკრძალვა.
გასულ კვირას „იუთუბრხზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში ბრალდებული ქალი იყო იმ რამდენიმე გამვლელს შორის, რომლებსაც ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდნენ „ინსტაგრამის“ აკრძალვაზე.
„ეს არასწორია. პრეზიდენტს არ შეუძლია „ინსტაგრამის“ აკრძალვა, როგორც მას სურს“, – განაცხადა ქალმა.
ამასთან, მან გააკრიტიკა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ისინი, ვინც მხარს უჭერდა „ინსტაგრამის“ აკრძალვას.
ცნობისთვის, თურქეთმა „ინსტაგრამზე“ წვდომა 2 აგვისტოს სოციალური მედიის „კანონებისა და წესების“ დარღვევის გამო აკრძალა, შემდეგ კი შეზღუდვა მოხსნა, რადგან „ინსტაგრამი“ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას დათანხმდა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). თურქეთში „ინსტაგრამის“ აკრძალვის გაკრიტიკებისთვის ერთი პირი დააკავეს. 13 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/თურქეთში-ინსტაგრამის-ა/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T12:26:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
