პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოთურქეთში ვიზიტორებს საზღვარზე თითის ანაბეჭდებს აუღებენ

თურქეთში ვიზიტორებს საზღვარზე თითის ანაბეჭდებს აუღებენ

თურქეთში ვიზიტორებს შესვლისას საზღვარზე თითის ანაბეჭდებს აუღებენ. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი ერლიკაიამ განაცხადა.

მან ასევე დასძინა, რომ ასეთი წესები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში მოქმედებს. ახალი რეგულაციის ამოქმედების ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.

მინისტრმა აგრეთვე აღნიშნა, რომ თურქეთი დროებითი ბინადრობის უფლების მქონე ადამიანების, განსაკუთრებით სირიელების მოწმობების დაჩიპვასაც გეგმავს. მისი თქმით, ასეთი დოკუმენტების გაყალბება შეუძლებელი იქნება.

  თურქეთში, მიწისძვრის შედეგად 150-ზე მეტი ადამიანი დაშავდა - უმეტესობა ბიძგების დროს შენობებიდან გადმოხტა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი