პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოთურქეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე ქართველმა ახალგაზრდებმა გრანპრი მოიპოვეს

თურქეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე ქართველმა ახალგაზრდებმა გრანპრი მოიპოვეს

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან კონსტანტინე ბუზალაძესთან და მერის მოადგილესთან თამაზ შიოშვილთან ერთად ფესტივალის – „ხელოვნება საზღვრებს გარეშე“ გამარჯვებულ ახალგაზრდებს შეხვდა.

გორის მერიამ „დასი 13“ მადლობის სიგელით დააჯილდოვა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ წარმატება მიულოცეს და სამსახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

საერთაშორისო კინოსა და თეატრის ფესტივალის “ხელოვნება საზღვრებს გარეშე” ფარგლებში, თურქეთში, ალანიაში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე, „დასი 13“ წარმატებით წარსდგა და გრანპრი მოიპოვა.
ფესტივალი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ორგანიზაცია „ჭკვიანი მომავლის“ თანადაფინანსებით იმართება.

 

  გაფრთხილება! ამინდი მკვეთრად შეიცვლება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი