პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოთუთის ფოთლებით გამოკვებილი შვილები და საჭმლის დეფიციტი ღაზაში - როგორ იბრძვიან მსოფლიოს...

თუთის ფოთლებით გამოკვებილი შვილები და საჭმლის დეფიციტი ღაზაში – როგორ იბრძვიან მსოფლიოს ცხელ წერტილში გადარჩენისთვის

საკვების დეფიციტის გამო, ღაზელები, გადარჩენისთვის, საკვებად თუთის ფოთლებს იყენებენ – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

“საშიშია სიარული, როდესაც დაბომბვები გრძელდება” – ამის შესახებ ღაზაში გადარჩენისთვის მებრძოლი აჰმედ ალ-შანბარი ამბობს, რომელიც, სამ ვაჟთან ერთად, ნანგრევებს შორის დიდ მანძილს გადის, რათა თუთის ფოთლები მოიპოვოს. პალესტინელები შიმშილის კრიზისის წინაშე დგანან.

“მათში [თუთის ფოთლებში] ყველაფერი აუტანელია – ფერიც და გემოც,“ – აჰმედის მეუღლე ფატიმა თუთის ფოთლებს ასუფთავებს და ხელნაკეთ ჭურჭელში ადუღებს. ფატიმა ფოთლებს, ბრინჯითა და სანელებლებით, გემოს უცვლის და იმედოვნებს, რომ შვილები ფოთლების ჭამას მიეჩვევიან, თუმცა ისინი მაინც მძაფრ გემოს ტოვებენ.

“თუთის ფოთლები – ცხოველების საკვები, მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს?“ – ამბობს ღაზელი ქალი.

  „ფაინენშალ თაიმსი“ დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის საუბრის დეტალებს ასაჯაროებს - ტრამპმა ზელენსკის ჰკითხა, შეუძლია თუ არა უკრაინას, მოსკოვს დაარტყას, რაზეც უკრაინის ლიდერმა უპასუხა: „შეგვიძლია, თუ იარაღს მოგვაწვდით“
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი