თოვის და ზვავსაშიშროების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია – ინფორმაცია მძღოლებისთვის

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

კალა-ლასდილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, – ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ178-კმ192 (კალა-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, გზის კმ30-კმ177 (ჯვარი-კალა) მონაკვეთზე შეზღუდულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ29 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). თოვის და ზვავსაშიშროების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია – ინფორმაცია მძღოლებისთვის. 18 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თოვის-და-ზვავსაშიშროების/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi