როგორც ცნობილია, რუსეთში მცხოვრები ტელეწამყვანი და ბიზნესლედი თინა კანდელაკი უკვე სამი შვილის დედაა. სულ ცოტა ხნის წინ, 48 წლის ასაკში მესამედ გახდა დედა. მისი მესამე შვილის მამა მეორე ქმარი, სახელმწიფო კორპორაცია “როსტეხის” დირექტორი ვასილი ბროვკოა. მანამდე ის წლები იყო დაქორწინებული ბიზნესმენ ანდრეი კონდრახინზე, რომელთანაც ორი ზრდასრული შვილი ჰყავს.
მისი უფროსი ვაჟი, ლეონტი, რომელმაც დედის გვარი აიღო და ბოლო დროს ლეო კანდელაკით მოიხსენიებენ, თებერვალში გამოჩნდა რუსულ შოუში “ვარსკვლავების ფაბრიკა”. ლეო შოუბიზნესშია ჩართული, კინოფილმებშიც თამაშობს და მუსიკითაც არის გატაცებული. თუმცა, შოუში მის მონაწილეობას და ეტაპიდან ეტაპიდან გადასვლას საკმაოდ დიდი კრიტიკა მოჰყვა მაყურებლის მხრიდან. არაერთხელ აღნიშნეს, რომ ლეო დედამისის გავლენით სარგებლობდა, რომელიც ტელეარხ ТНТ-ს ხელმძღვანელია.
როგორც ჩანს, ლეო ამ სიტუაციამ გააბრაზა და 10 მარტს, როცა მორიგ ეტაპზე გადასვლის ჯერი დადგა, მოულოდნელად გამოაცხადა, რომ აღარ უნდა შოუში მონაწილეობა, თავისი ხმა მეტოქეს დაუთმო და სანამ წავიდოდა, “ჰეითერებსაც” მიმართა: “ძვირფასო მოძულეებო, გთხოვთ, ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრეთ: თქვენ მე და ჩემს ოჯახს უფრო გვაძლიერებთ. განწირულები ხართ. მე მიყვარს ჩემი ოჯახი. მე ვიცი, რომ ამ მშვენიერი პროექტის გარეშეც მივაღწევ იმას, რაც მინდა”. ამის შემდეგ მან მიკროფონი სცენაზე დააგდო და გავიდა.
ლეოს საქციელს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა პირველ რიგში, თავად თინა გამოეხმაურა. მან მაშინვე დაწერა სოციალურ ქსელში: “შვილო, ვამაყობ შენით. თვალები სიხარულის ცრემლებით მაქვს სავსე, რომ ასეთ კაცად გაიზარდე. მადლობა, რომ არ არც მე გამიცრუე იმედი, არც არხს და არც შენს ახალ მეგობრებს”.
მასალის გამოყენების პირობები