თიბისი კვლავ საერთაშორისო სცენაზე — The Digital Banker-ი ერთგულ Visa Platinum-ს აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო საკრედიტო ბარათად ასახელებს

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

საერთაშორისო ფინანსური გამოცემა The Digital Banker-ი 2026 წელს კვლავ ქართულ საბანკო სექტორს აქცევს ყურადღებას — ამჯერად თიბისი ბანკის ერთგული Visa Platinum საკრედიტო ბარათი აღმოსავლეთ ევროპის მაღალშემოსავლიანი სეგმენტის საუკეთესო საბარათე პროდუქტად დასახელდა.

The Digital Banker წარმოადგენს ერთ-ერთ ავტორიტეტულ საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც ყოველწლიურად აჯილდოვებს ციფრული ბანკინგის სფეროში გამორჩეულ ინოვაციებსა და პროდუქტებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში.

ერთგული Visa Platinum-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ბარათს წლიური მომსახურების საკომისიო არ ერიცხება. ამასთან, საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერ POS-ტერმინალზე განხორციელებული ყოველი გადახდის 2% მომხმარებელს ქეშბექის სახით უბრუნდება. თიბისის 5,000-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში კი ეს მაჩვენებელი 12%-მდე იზრდება.

აღნიშნული ბარათი TBC Concept 360-ის ფარგლებში ფუნქციონირებს — პრემიუმ საბანკო პაკეტი, რომელიც ერთი სააბონენტო მოდელის ქვეშ აერთიანებს Visa და Mastercard-ის სადებეტო ბარათებს, Turkish Airlines-თან თანამშრომლობით შექმნილ სამოგზაურო ბარათს, პერსონალური ბანკირის მომსახურებას, Visa Concierge-ს და მოგზაურობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრივილეგიას.

- Advertisement -
Ad imageAd image

პაკეტი განკუთვნილია იმ მომხმარებლებისთვის, რომელთა ყოველდღიური რეალობა მოიცავს საერთაშორისო მოგზაურობას, პრემიუმ სერვისებსა და ფინანსური მოქნილობის მაღალ მოთხოვნას. თიბისის განცხადებით, საერთაშორისო ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს ბანკის ერთგულებას — შექმნას ციფრული პროდუქტები, რომლებიც მომხმარებლის რეალურ საჭიროებებს პასუხობს და მათ ცხოვრებას ამარტივებს.

Sheni Ambebi News

წყარო: on.ge

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). თიბისი კვლავ საერთაშორისო სცენაზე — The Digital Banker-ი ერთგულ Visa Platinum-ს აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო საკრედიტო ბარათად ასახელებს. 30 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/თიბისი-კვლავ-საერთაშორის/

  საქართველოს ბანკი Standard Chartered Bank-თან თანამშრომლობას იწყებს — რას ნიშნავს ეს კლიენტებისთვის
გაუზიარეთ ეს სტატია