ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოთეთრი სახლი - სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის დაცემა რუსეთისა და ირანის დასუსტებაზე...

თეთრი სახლი – სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის დაცემა რუსეთისა და ირანის დასუსტებაზე მიუთითებს

სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის დაცემა რუსეთისა და ირანის დასუსტებაზე მიუთითებს, – ამის შესახებ თეთრ სახლში აცხადებენ.

„ასადის მთავარი მხარდამჭერები, რუსები და ირანელები, სრულიად მოუმზადებლები აღმოჩნდნენ ამისთვის, მაგრამ ეს არ იყო უბრალოდ შეცდომა ან შემთხვევითობა“, – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილემ, ჯონ ფაინერმა „სიენენთან“ საუბრისას.

ფაინერის თქმით, ასადის რეჟიმი, „ფაქტობრივად, რუსეთ-ირანის ერთობლივ საწარმოდ იქცა სირიაში, ხოლო ამ ერთობლივი საწარმოს არცერთ პარტნიორს აღარ შეეძლო რეჟიმის გადარჩენისთვის საჭირო მხარდაჭერის უზრუნველყოფა“.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილემ დასძინა, რომ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ აღარ არის ასადი ხელისუფლებაში.

„ეს არ არის პირველი დანაკარგი, რომელიც ირანმა განიცადა ბოლო წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში“, – განაცხადა ფაინერმა, რითიც მიანიშნა „ჰამასსა“ და „ჰეზბოლაზე“.

  ავიაკატასტროფის დროს ერთი მგზავრი, 40 წლის ვიშვაშ კუმარ რამეში გადარჩა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი