თეთრის სახლის კორესპონდენტთა ასოციაცია მოუწოდებს ჟურნალისტებს, აშშ-ის პრეზიდენტის თვითმფრინავიდან ნივთების მოპარვა შეწყვიტონ. როგორც „ბიბისი“ წერს, ბორტზე, ნომერი ერთი, ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩნდა, რომ დაკარგულია ბრენდირებული ბალიშის პირები, სათვალე და მოოქროვილი თეფშები, რომლებიც სავარაუდოდ მოიპარეს.
მომხდარის შემდეგ, თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციამ გააფრთხილა ჟურნალისტები, რომ აშშ-ის პრეზიდენტის თვითმფრინავიდან ნივთების წაღება დაუშვებელია.
მარტში ასოციაციამ სპეციალური წერილი გაუგზავნა ჟურნალისტებს, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბორტ ნომერ ერთიდან ნივთების მოპარვა ძალიან ცუდად აისახება იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც თეთრ სახლში არიან აკრედიტებულები და ეს უნდა შეწყდეს.
როგორც თეთრ სახლის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნულია, ჟურნალისტებს ხშირად ურიგებენ კანფეტს, რომლის კოლოფიც ბრენდირებულია, თუმცა თვითმფრინავიდან ისეთი ნივთების წაღება, როგორიცაა მაგალითად პირსახოცი ან ჭურჭელი წლების განმავლობაში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.
მასალის გამოყენების პირობები