“თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, დედაქალაქის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდა.
კომპანიის ცნობით, გაზის გარეშე ამ დროისთვის 7 836 აბონენტია დარჩენილი.
შეზღუდვები შეეხო ვაკის, საბურთალოს, სანზონის, ნაძალადევისა და ვარკეთილის მოსახლეობის ნაწილს.
გაზმომარაგება დღის განმავლობაში, ეტაპობრივად აღდგება და 18:00 საათისთვის დასრულდება.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). თბილისში 7 836 აბონენტს გაზი არ მიეწოდება. 28 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისში-7-836-აბონენტს-გაზი-ა/
