თბილისში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისში, მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტი აღკვეთეს.

“ფაქტი, ორთაჭალაში, დირსის დასახლებასთან, დრონით განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დაფიქსირდა.

ბოლო წლებში  აქტიურად მიმდინარეობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გაძლიერებისა და თანამშრომლების შესაბამისი აღჭურვილობით უზრუნველყოფის პროცესი. ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები, მათ შორის დრონები.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერის, ნადირობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

- Advertisement -
Ad imageAd image

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ shenitbilisi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). თბილისში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. 27 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისში-უკანონო-თევზჭერ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi