თბილისში, 32-ე სკოლაში სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მანქანები იყო მობილიზებული. განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ ერთ-ერთმა მოსწავლემ ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
სამინისტროს ცნობით, მოსწავლეთა ნაწილს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, ნაწილი კი პრევენციის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
განათლების სამინისტროს განმარტებით, მათი მხრიდან ყველა შესაბამისი რეაგირება ჩატარდა.
Sheni Network
ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სკოლის დირექტორი და რამდენიმე პედაგოგი გამოკითხვაზე იმყოფებიან.
ამასთან, სკოლაში სამართალდამცველები კვლავ რჩებიან.
მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. თბილისის 32-ე სკოლაში მოსწავლემ „წიწაკის სპრეი“ გაუშვა – ბავშვების ნაწილი საავადმყოფოში არიან, დირექტორი და პედაგოგები გამოკითხვაზე იმყოფებიან [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-32-%e1%83%94-%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%ac%e1%83%90/
sheniekimi.ge/ambebi

