პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალითბილისში, ბინის გაქურდვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს - 7 წლამდე პატიმრობა...

თბილისში, ბინის გაქურდვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს – 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

პოლიციამ თბილისში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი – 1979 წელს დაბადებული ზ.მ.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1979 წელს დაბადებული ზ.მ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. 

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბინაში ქურდობის მიზნით უკანონოდ შეაღწია, სადაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ნივთებს.

პოლიციამ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ზ.მ. ბრალდებულის სახით დააკავა.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ზ.მ.-ს მიერ სხვადასხვა დროს მოპარული ნივთები და საკეტის გამღები ინსტრუმენტი – ე.წ. “ატმეჩკა”, – ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  თბილისში, ცივი იარაღით სამი ადამიანი დაჭრეს - ერთ-ერთი მათგანი კლინიკაში გარდაიცვალა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი