პარასკევი, ნოემბერი 28, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისითბილისში ახალი ეროვნული სტადიონის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ტენდერი შეწყდა

თბილისში ახალი ეროვნული სტადიონის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ტენდერი შეწყდა

თბილისში 70,000 მაყურებელზე გათვლილი ახალი ეროვნული სტადიონის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით მუნიციპალური განვითარების ფონდის სატენდერო კომისიამ, ამ ეტაპზე, გამარჯვებული კომპანია ვერ გამოავლინა.

როგორც ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აუცილებელია სატენდერო დოკუმენტაციის, მათ შორის დამკვეთის მოთხოვნებისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმების ხელახალი გადახედვა, რათა პროცესი მეტად სრულყოფილი და კონკურენტული იყოს.

„იმის გამო, რომ ტენდერის საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს მხოლოდ ერთი პრეტენდენტი აკმაყოფილებდა და მისი შეთავაზება, სხვა მონაწილეთა ფასებთან შედარებით, მნიშვნელოვნად მაღალი იყო, კომისიამ კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენა და საჭიროდ მიიჩნია პირობების ხელახალი შეფასება და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისში ახალი, უეფას IV კატეგორიის სტადიონის პროექტირებისა და მშენებლობისთვის ტენდერი 15 აგვისტოს გამოაცხადა.

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ shenitbilisi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

  საქართველოში ერთი ადამიანი წელიწადში საშუალოდ 114 კგ ფქვილს მოიხმარს - იმპორტის ზრდა და შიდა წარმოების სტატისტიკა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი