თბილისის ყველაზე უცნაური ნაგებობა – საბჭოთა არქიტექტურის გაბედული ექსპერიმენტი:
გზების მშენებლობის სამინისტრო
თბილისში, გაგარინის ქუჩაზე , 29 ა – ში დგას შენობა, რომელიც მე- 20 საუკუნის ბრუტალისტური არქიტექტურის 10 საუკეთესო ნიმუშს შორის არის დასახელებული.
საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1967 წლის დადგენილებით გადაწყდა საავტომობილო გზების სამინისტროს ახალი ადმინისტრაციული შენობის აგება. მშენებლობა დაიწყო 1972 წელს და დასრულდა 1975 წელს.
არქიტექტორები: გიორგი ჩახავა, ზურაბ ჯალაღანია.
კონსტრუქტორები: ალექსადრე კიმბერგი, თეიმურაზ თხილავა.
შენობის კონცეპტს წარმოადგენდა მინიმალური ზემოქმედება ლანდშაფტზე- შესაბამისად 16 000 კვადრატული მეტრი ფართობის შენობა ნაკვეთის მხოლოდ 450 კვადრატულ მეტრს იკავებს. ეს არის პარალელეპიპედებისგან შექმნილი არაორდინარული ნაგებობა, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის ლანდშაფტს, ამასთან, მიწის მინიმალურ ფართობზეა აშენებული და ხის ერთგვარ მოდელს ქმნის. შედეგად, 1975 წელს დასრულებულ პროექტში მაქსიმალურად იყო შენარჩუნებული ლანდშაფტის პირვანდელი იერსახე და მწვანე საფარი.
საავტომობილო გზების სამინისტროს ყოფილი შენობა 2007 წელს საქართველოს ბანკმა შეიძინა, რეკონსტრუქცია იაპონური მეტაბოლიზმის პრინციპით გადაწყდა.ამავე წელს შენობას მინიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.


