სამსახურიდან დაითხოვეს ინჟინერი, რომელიც საპირფარეშოში საათობით გადიოდა (უცხოეთი)

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ჩინეთში, ძიანსუს პროვინციაში, კომპანიამ სამსახურიდან დაითხოვა ინჟინერი, რომელიც საპირფარეშოში საათობით გადიოდა. სასამართლო მასალების მიხედვით, 2024 წლის აპრილ-მაისში მან 14-ჯერ აიღო შესვენება, რომლის ხანგრძლივობაც საათზე მეტი იყო, ყველაზე გრძელი შესვენება კი 4 საათს გაგრძელდა. ისტორია ფართო საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც კაცმა კომპანიას უკანონო გათავისუფლებისთვის სასამართლოში უჩივლა.

ინჟინერი, რომლის გვარიც ლია, თავის ქცევას ჯანმრთელობის პრობლემებით (ბუასილი) ამართლებდა, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ მისი შესვენებები გონივრულ ფიზიოლოგიურ საჭიროებებს „მნიშვნელოვნად აჭარბებდა“.

ამასთან, გაირკვა, რომ თანამშრომელს დამსაქმებლისთვის წინასწარ არ შეუტყობინებია ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ და არც ბიულეტენი ჰქონდა გაფორმებული. კომპანიამ ლის გათავისუფლებამდე ვიდეომასალები შეისწავლა და პროცედურა პროფკავშირებთან შეათანხმა, რის გამოც გათავისუფლება კანონიერად იყო მიჩნეული.

ლი 45 000 დოლარის ოდენობის კომპენსაციას ითხოვდა, თუმცა საბოლოოდ მხარეები მორიგდნენ – კომპანია მას მხოლოდ 4 000 დოლარს გადაუხდის.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). სამსახურიდან დაითხოვეს ინჟინერი, რომელიც საპირფარეშოში საათობით გადიოდა (უცხოეთი). 17 დეკემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/სამსახურიდან-დაითხოვეს-ი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi